• რეკლამა
  • კონტაქტი
03:10, სამშაბათი, 4 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ივანიშვილმა მხოლოდ ერთი ინფორმაცია მომაწოდა” – ხიდაშელის ახალი ჩვენების დეტალები

ალია ავტორი - ალია
16:19 10-20-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
164

პროკურატურის განმეორებით გამოკითხვაში კარტოგრაფების საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი დავით ხიდაშელი განმარტავს, თუ რატომ განსხვავდებოდა საქმესთან დაკავშირებულ მოვლენათა მიმდევრობა მის პირველ  გამოკითხვასა და ტელეკომპანია რუსთავი 2-სთვის მიცემულ ინტერვიუში. 

ხიდაშელმა პროკურატურისთვის 2020 წლის 25 აგვისტოს მიცემულ ჩვენებაში განაცხადა, რომ მას საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ამსახველი ძველი რუკების მოძიება მისმა მეგობარმა ბეჟან მაისურაძემ 2019 წლის ოქტომბერში სთხოვა. 

მომდევნო თვეში რუსთავი 2-სთვის მიცემულ ინტერვიუში კი ხიდაშელმა განაცხადა, რომ რუკების მოძიების თხოვნით მას 2019 წლის სექტემბერში ბიძინა ივანიშვილი დაუკავშირდა. 

ხიდაშელის მტკიცებით, ეს ორი ვერსია ერთმანეთს არ გამორიცხავს და პირიქით, მოვლენათა რეალურ სურათს ავსებს. 

ხიდაშელი პროკურატურას უყვება, რომ სექტემბერში ბიძინა ივანიშვილმა რუკების მოძიების თხოვნით დაურეკა, თუმცა დეტალური ინფორმაცია ამ რუკების შესახებ არ მიუწოდებია. 

“ჩვენი საუბარი იყო ზოგადი ხასიათის, შესაბამისად, ჩემთვის უცნობი დარჩა, კონკრეტულად რა საარქივო მასალის მოძიება იყო საჭირო. აქვე აღვნიშნავ, რომ კარტოგრაფიული მასალის მოძიება შესატყვისი რუკების ნომენკლატურის მონაცემების გარეშე შეუძლებელია”, – განმარტავს ხიდაშელი. 

ხიდაშელის მტკიცებით, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ იგი საქართველოში არ იმყოფებოდა, ადგილობრივ უწყებებთან, მათ შორის, თავდაცვის სამინისტროსთან უშუალო კომუნიკაციას მისი მეგობარი ბეჟან მაისურაძე ამყარებდა. მისი თქმით, სწორედ მაისურაძე შეხვდა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს და სწორედ მან გაარკვია დეტალურად, თუ რა რუკების მოძიება იქნებოდა საჭირო და ეს ინფორმაცია ხიდაშელს გადასცა. 

“ბეჟან მაისურაძემ გადმომცა გარკვეული დოკუმენტების ასლები და მთხოვა, პირადად მომეძიებინა დედანი მასალა”, – უყვება ხიდაშელი პროკურატურას. 

მისი თქმით, სწორედ იმიტომ არ დაასახელა გამოძიებასთან რეალური დამკვეთის სახელი და გვარი, რომ ბიძინა ივანიშვილს მისთვის, თავდაცვის მინისტრ ღარიბაშვილის ტელეფონის ნომრის გარდა, დეტალური ინფორმაცია მოსაძიებელი რუკების შესახებ არ მიუწოდებია.

ხიდაშელის შეფასებით, იმ ფაქტს, რომ რუკების მოძიება მას სახელისუფლებო პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, მილიარდელმა ბიძინა ივანიშვილმა დაავალა, “არავითარი სამართლებრივი მნიშვნელობა” არ ჰქონდა. 

სამაგიეროდ, გადამწყვეტი სამართლებრივი მნიშვნელობა შეიძინეს ხიდაშელის მიერ გამოგზავნილმა რუკებმა საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი ხელმძღვანელისთვისა და წევრისთვის. რუსეთიდან გამოგზავნილ რუკებზე დაყრდნობით და შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების საფუძველზე, საქართველოს ხელისუფლებამ ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი 7 ოქტომბერს დააკავა. 

გამოძიება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. უწყება ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და “საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს”. 

თავად დაკავებული კარტოგრაფები მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. იგივე მოსაზრება აქვს ოპოზიციას და სამოქალაქო სექტორს.

მმართველი პარტიის წარმომადგენელთა არაერთი მინიშნებით კი, საქმე შესაძლოა ყოფილი ხელისუფლების პოლიტიკური თანამდებობის პირთა გასამართლებამდეც მივიდეს. 

ფორმულა

თეგები: ბიძინა ივანიშვილიდავით ხიდაშელიკარტოგრაფების საქმე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თარჯიმანი
ახალი ამბები

„შეჭამე შენი თითები“– სასაცილო, ძვირადღირებული და ტრაგიკული შეცდომები – როცა თარჯიმანი არასწორად თარგმნის

20:32 08-03-2026
ევაკუატორი
ახალი ამბები

როგორ გადაგვარჩინა ევაკუატორმა – 4 გოგოს თავგადასავალი ქალაქგარეთ

16:23 08-03-2026
ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved