• რეკლამა
  • კონტაქტი
06:03, ხუთშაბათი, 19 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ივანიშვილმა გასაგებად გვითხრა რას აპირებს” – ხერხეულიძე

ალია ავტორი - ალია
16:16 08-15-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
404
პოლიტიკოსი, ეკა ხერხეულიძე:
ჩემი აზრით, გორბის კვლევას “არ მგონია სათანადოდ ვაფასებდეთ.
ადამიანმა, რომელმაც მთელი სახელმწიფო და არაფორმალური ძალოვანი სტრუქტურები ერთ მუჭაში მოაქცია, გასაგებად გვითხრა რას აპირებს – დაწერს იმას, რაც “გორბის” გრაფიკულ მონაცემშია ასახული. (მცირე კორექტირებას მნიშვნელობა არ აქვს).
დღეს თუ რამეს უნდა აკეთებდეს ოპოზიცია, ყველა გზას უნდა ეძებდეს ერთმანეთთან დასაკავშირებლად. მინიმუმ, არჩეცნების შედეგების გამოცხადების წუთიდან ერთიანი სამოქმედო გეგმის მშვიდობიანი წინააღმდეგობის ფრონტი უკვე უნდა იქმნებოდეს. მიუხედავად არჩევნებზე გასასვლელი ფრაგმენტირებული უკვე არსებული მოცემულობისა, წინააღმდეგობის ერთიანი კოორდინაციის ცენტრის შექმნა უნდა შევძლოთ.
ივანიშვილს ყველაფერზე შეიძლება დასცინო, მაგრამ უკვე მერამდენედ გვანახა,რომ ციფრებთან თამაში არ არის მისი სუსტი მხარე. ჩვენზე უკეთ იცის რეალურად რამდენი პროცენტი აქვს “ქართულ ოცნებას”, მაგრამ ასევე კარგად იცის რამდენი პროცენტია შანსი მის წინააღმდეგ ოპოზიციის გასაერთიანებლად.
რთულია ერთმანეთთან მისასვლელი გზების პოვნა, არც ჩემთვისაა მარტივი, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ზედმეტად კარგად ვიცნობ თითოეულ მათგანს, მაგრამ რუსეთის პირისპირ მხოლოდ ანგელოზად მეჩვენება ყველა ერთად და ცალ-ცალკე.
პესიმიზმის საფუძველი არ გვაქვს, ხალხმა დაგვანახა საკუთარი არჩევანი და დამფრთხალმა მოწინააღმდეგემაც კარგად იცის უმცირესობის ნაწილად რომ იქცა.
ახლა მთავარია, ოპოზიციამ შეძლოს უმრავლესობის ნების დაცვა და ეს როგორ უნდა მოვახერხოთ, მხოლოდ ამაზე ფიქრი მგონია რაციონალური.
ციფრებს დაწერს. ჩვენ თავზე გადავახევთ თუ არა ქართველი ხალხის გაბითურების მცდელობას, ეს არის საფიქრალი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

როგორ მუშაობს SEO სტრატეგია ქართულ საძიებო ბაზარზე 
ახალი ამბები

როგორ მუშაობს SEO სტრატეგია ქართულ საძიებო ბაზარზე 

18:12 11-18-2026
თიბისი კონცეპტის, Visa-ს და M.T.A.-ს განსაკუთრებული შეთავაზება სათხილამურო სპორტის მოყვარულთათვის
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის, Visa-ს და M.T.A.-ს განსაკუთრებული შეთავაზება სათხილამურო სპორტის მოყვარულთათვის

14:25 11-18-2026
თიბისიმ ADB-სა და IFC-ს მხარდაჭერით ვაჭრობის დაფინანსებისთვის $51 მილიონი მოიზიდა
ახალი ამბები

თიბისიმ ADB-სა და IFC-ს მხარდაჭერით ვაჭრობის დაფინანსებისთვის $51 მილიონი მოიზიდა

13:55 11-18-2026
„ტვინი: უცნობი სამყარო ჩვენს თავში“ – შეხვედრა ზაალ კოკაიასთან და ალექსანდრე ცისკარიძესთან
ახალი ამბები

„ტვინი: უცნობი სამყარო ჩვენს თავში“ – შეხვედრა ზაალ კოკაიასთან და ალექსანდრე ცისკარიძესთან

12:37 11-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved