• რეკლამა
  • კონტაქტი
07:06, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ივანიშვილის თებერვლის მოღალატეობრივი თეზისები” – გიორგი თარგამაძე

ალია ავტორი - ალია
13:59 02-22-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,111

ჟურნალისტი, გიორგი თარგამაძე:

მე იმ ადამიანთა კატეგორიას ვეკუთვნი, რომელთათვისაც ფაქტებისა და არგუმენტების ერთობლიობა უკვე დიდი ხანია ქმნის წინაპირობას საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის კონტროლირებადი რეჟიმი ვუწოდო, თუმცა გასული კვირის ერთმა მოვლენამ, სითავხედის და გამყიდველობის მასშტაბით, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

მხედველობაში არ მაქვს არც ივანიშვილის მარიონეტების მიერ ინიციირებული თანამედროვე “ხალხის მტრებზე”, ანუ “დასავლეთის აგენტებზე” სანადიროდ გამზადებული რუსული კანონპროექტი და არც ევროპარლამენტარებისთვის მიყენებული მორიგი შეურაცხყოფა. საუბარია განცხადებაზე, რომელიც ივანიშვილის ვერტიკალის ორ გამორჩეულ ფიგურას უკავშირდება. ერთი მათგანი, მისივე პარტიის გენერალური მდივანი კალაძეა, მეორე კი, ჩრდილში მყოფი მილიარდერის მთავარი იდეოლოგი და პოზიციების გამხმოვანებელი შათირიშვილი. და ის, რომ ეს გზავნილები, თავად ივანიშვილის მოსაზრებას გამოხატავს, ხელისუფლების კონტროლირებად არხებზე მათი უწყვეტი და ზედმიწევნითი ტრანსლირებით და სოცქსელებში დასპონსორების უპრეცედენტო მასშტაბითაც დასტურდება.

კალაძემ პირდაპირ გვითხრა, რომ ამიერიდან საქართველოს ხელისუფლება არა დასავლური, არამედ “ქართული წესებით” ითამაშებს. და თუ ევროკავშირი კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემს, “შეუძლიათ თავისთვის დაიტოვონ” შათირიშვილმა კიდევ უფრო განავრცო თამაშის “ქართული წესები” და მას იდეოლოგიური ჩარჩოც მოარგო. ივანიშვილის იდეოლოგი “თებერვლის თეზისებში” გვიმტკიცებს, რომ როდესაც სააკაშვილმა რუსეთის პრეზიდენტი პროვოკაციაზე ვერ წამოაგო, ჩვენმა ჯარებმა მძინარე ცხინვალი დაბომბა და რუსი მშვიდობისმყოფელები დახოცა, რითაც იძულებული გახადა პუტინი, სახის შესანარჩუნებლად, საქართველოსთვის ომით ეპასუხა. ამ ყველაფრის უკან კი არც მეტი, არც ნაკლები, ამერიკა იდგა, რომელმაც თურმე 2008 წლის ომით ერთმანეთისგან საბოლოოდ გათიშა რუსეთი და ევროპა და რამდენიმე უცხო ენაზე მოსაუბრე და ევროპაში პატივცემულ პოლიტიკოსს – ვლადიმირ პუტინს, რომელიც თურმე რუსეთის, ევროპის და მათ შორის საქართველოს საერთო კეთილდღეობაზე იყო ორიენტირებული, ომისა და დაპირისპირების გარდა სხვა გზა არ დაუტოვა. შათირიშვილმა ისიც დაამატა, ხვალ რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი დადგეს დღის წესრიგში, ამის ჩაშლას პირველ რიგში სწორედ ამერიკელები შეეცდებიანო.

ეს ყველაფერი მორიგ ანტი-დასავლურ ბოდვად დარჩებოდა და შეიძლება ყურადღება აღარც კი მიმექცია, რომ არა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება: ივანიშვილის გამხმოვანებელმა 25 თებერვლისა და უკრაინის ომის წლისთავის მოახლოებასთან ერთად, გააცოცხლა და როგორც ვითომდაც ისტორიული ფაქტები, ისე წარმოგვიდგინა ქართული ოცნების სანელებლით შეზავებული რუსული ნარატივი. რაც იმაში გამოიხატება, რომ თითქოს საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე და რუსი სამშვიდობოები დახოცა. ამ კონკრეტულ ეპიზოდს კი განსაკუთრებულ მნიშვნელობას სწორედ ის ანიჭებს, რომ ეს არგუმენტი, რომელიც ჰააგის სასამართლომ საბოლოოდ უარყო, რუსეთისთვის, ომის პასუხისმგებლობისგან თავის არიდების, ფართომასშტაბიანი ინტერვენციის გამართლების და რაც მთავარია სოხუმისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარების ირიბი გამართლების წინაპირობას ქმნის. ცხადია არც ივანიშვილი და არც შათირიშვილი არ არიან ის ადამიანები, რომლებმაც ან არ იციან, ან ვერ ხვდებიან საკითხის მნიშვნელობას. და მიუხედავად ამისა, ყალბ ფაქტებზე და სიგიჟემდე მისულ რუსულ კონსპირაციულ თეორიებზე დაყრდნობით ავითარებენ მოსაზრებებს, რომლებიც პირველ რიგში ქართულ სახელმწიფოს უთხრის ძირს და იმას ამტკიცებს, რომ ჩვენი სამშობლოც, რუსეთიც  და მთელი ევროპაც ვაშინგტონის მავნებლური ინტერესების და შეთქმულების მსხვერპლია.

რეალობა უკიდურესად საგანგაშოა. მილიარდერმა და მისმა ხელისუფლებამ დასავლეთისკენ გზა უფრო ნებით და გააზრებულად, ვიდრე უნებურად, თავად მოიჭრა და ჩაიხერგა. მათთვის ერთადერთი ალტერნატივა – რუსეთის საგარეო პოლიტიკის დანამატად ქცევაა. ბიძინას მიერ “დათრეულ” ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობს გეოპოლიტიკური ორიენტაციის ოფიციალური ცვლილებისთვის ნიადაგის მომზადება. ანუ ივანიშვილი თებერვლის მოღალატეობრივი თეზისებით და მათი აქტიური პროპაგანდირებით, ქართული სახელმწიფოს პუტინისტური მომავლის კონსტრუირებას ახდენს. ამ გეგმის წარმატებით განხორციელებას კი აუცილებლად ჭირდება ჩვენი უახლესი ისტორიის ძირეული გაყალბება. მისი შეცვლის გარეშე, ანუ 90-იანი წლების ტრაგიკულ მოვლენებში და 2008 წლის ომში აგრესორი და ბარბაროსი რუსეთის უარყოფითი როლის დაკორექტირების გარეშე, მიზნის მიღწევა უბრალოდ შეუძლებელია.

უცნაურია, მაგრამ ფაქტია – შათირიშვილის პირით გახმოვანებულ ბიძინას მოღალატეობრივ “თებერვლის თეზისებს”, მათ შორის ქართველების დადანაშაულებას რუსი სამშვიდობოების დახოცვაში, სათანადო რეაქცია ჯერ არ მოჰყოლია. რთული დასაჯერებელია, რომ შათირიშვილის და ფაქტობრივად კი ბიძინას წერილებს მარტო დროებაში ვკითხულობდეთ.

ამ ფონზე მაინც გასაოცარია ქართული ოცნების მომხრეების უკეთეს შემთხვევაში დუმილი, რომლებიც თითქოს თან ევროპული მომავლის მხარდამჭერები არიან და ვერ ხედავენ ეს პერსპექტივა როგორ იმარხება. ან ხედავენ კიდეც და ამას სააკაშვილის სიძულვილით ამართლებენ. თვალები გაახილეთ, ის ხდება რასაც ხედავთ. ვინც ჯერ კიდევ ილუზიაშია – ბიძინა გვიმარცვლავს: ივანიშვილი ღიად გვთავაზობს საქართველოს დესუვერენიზაციის მოდელს, პუტინის სასარგებლოდ აყალბებს ისტორიას და ამით არა მარტო ქვეყნის გეოპოლიტიკურ ტრაექტორიას ამრუდებს – ჩვენს შვილებს მომავალს ართმევს, თავისუფლებისთვის და სახელმწიფოებრიობისთვის მებრძოლ ცოცხალ ქართველ მეომრებს თვალებში, დაღუპულებს კი სულში აფურთხებს! ნუ ელით 21 წლის თებერვლის გამეორებას, სერგოს წითელარმიელის ტყვიაზე ზუსტი და მომწამვლელი ბიძინას თებერვლის თეზისებია, რომლებმაც მოსახლეობის დიდი ნაწილის გონებაში ლამისაა უკვე შეაღწია.

თეგები: გიორგი თარგამაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved