• რეკლამა
  • კონტაქტი
00:53, ოთხშაბათი, 2 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ივანიშვილის მიერ, საქართველოში მიმდინარეობს სახელმწიფო გადატრიალება” – ემიგრანტების განცხადება

ალია ავტორი - ალია
12:12 12-03-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,366

ქართველი ემიგრანტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და საქართველოში მცხოვრები ადამიანების მიმართ სოლიდარობასა და მხარდაჭერას გამოხატავენ.

ემიგრანტები გმობენ “ქართული ოცნების” ქმედებებს და საერთაშორისო პარტნიორებს ივანიშვილისა და მისი პარტიის წევრების წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ.

 

“საქართველოს არალეგიტიმური პარლამენტი და მთავრობა, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, ყოველდღიურად ძალადობს საკუთარ მოქალაქეებზე, არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, სასტიკად უსწორდება მშვიდობიან დემონსტრანტებს და ჟურნალისტებს. დამოუკიდებელი საქართველოს არცერთი მთავრობა არ ყოფილა ასეთი ცინიკური და ასეთი ღია საკუთარ მოღალატეობრივ ზრახვებში.

შექმნილი უმძიმესი პოლიტიკური და ჰუმანიტარული მდგომარეობა გვიბიძგებს ჩვენს ხელთ არსებული საშუალებებით, მაქსიმალურად გამოვხატოთ ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა საქართველოსა და მისი მოქალაქეების მიმართ საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში, საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და კონსტიტუციური წესრიგის შენარჩუნების საქმეში, გამოვუცხადოთ სოლიდარობა პოლიტიკურ პატიმრებს და მათ ოჯახებს, ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად დაზარალებულებსა და მათ ოჯახებს.

ამიტომ, ჩვენ, საქართველოს გარეთ მცხოვრები მოქალაქეები ურყევად ვაფიქსირებთ, რომ:

ევროკავშირი არის საქართველოს არა მხოლოდ ცივილიზაციური არჩევანი, არამედ ერთადერთი უალტერნატივო კულტურული, ინტელექტუალური, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სივრცე, სადაც შესაძლებელია საქართველოს, როგორც სრულფასოვანი პოლიტიკური სუბიექტის არსებობა, მისი კულტურული იდენტობის შენარჩუნება და განვითარება.

ამერიკის შეერთებული შტატები იყო და უნდა დარჩეს საქართველოს ერთგულ და უალტერნატივო პარტნიორად, რომლის მხარდაჭერით საქართველომ შეძლო, მიუხედავად ომებისა, რუსული ანექსიისა და სახელმწიფო გადატრიალების შემდგომ არსებული სრული პოლიტიკური და ეკონომიკური კოლაფსისა, საკუთარი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარება.

დღეს, როცა შეჩერებულია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი;

როცა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ცალმხრივად შეჩერდა საქართველოსთან პარტნიორული ურთიერთობები;

როდესაც “ქართული ოცნების” და ბიძინა ივანიშვილის მიერ, საქართველოში მიმდინარეობს სახელმწიფო გადატრიალება და სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცება,

როდესაც საქართველოში რუსეთის მხრიდან ხორციელდება საქართველოს სახელმწიფოსა და მისი პოლიტიკური მომავლის წინააღმდეგ სპეცოპერაცია,

 

როდესაც საქართველოში ყოველდღე აკავებენ ათობით მშვიდობიან მოქალაქეს, არბევენ მშვიდობიან დემონსტრანტებს, ფიზიკურად უსწორდებიან ჟურნალისტებს- ვაფიქსირებთ ჩვენს მხარდაჭერასა და სოლიდარობას ჩვენი ძმებისა და დების – საქართველოს მოქალაქეების მიმართ;

საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, როგორც დღეისათვის ერთადერთ ლეგიტიმურ პოლიტიკურ ინსტიტუტს, ვუცხადებთ სრულ ნდობასა და მხარდაჭერას;

მოვუწოდებთ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ერთიანობისა და პრეზიდენტის ინსტიტუტის მხარდაჭერისკენ;

მოვუწოდებთ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ნებისმიერი საშუალება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის დასახმარებლად;

კიდევ ერთხელ ვგმობთ “ქართული ოცნების” და ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას !

მოსახლეობაზე, მშვიდობიან მომიტინგეებსა და ჟურნალისტებზე ძალადობას!

მიგვაჩნია, რომ საქართველოს გარდაუვალი მომავალი არის დემოკრატიული პოლიტიკური კულტურა, ევროკავშირში გაერთიანება და ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება.

მოვუწოდებთ დემოკრატიულ სამყაროს, არ დაუშვან საქართველოში რუსეთის ახალი ჰიბრიდული ანექსიის პროექტის წარმატება! დაუწესონ ეფექტური სანქციები ივანიშვილსა და ქართული ოცნების მაღალჩინოსნებს! დაუჭირონ მხარი ქართველ ერს და საქართველოს პრეზიდენტთან კოორდინაციით დაეხმარონ საქართველოს, იბრძოლოს საკუთარი სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის, დემოკრატიისა და საკუთარი მომავლის გადარჩენისთვის!”, – ნათქვამია განცხადებაში. განცხადებას ამ დროისთვის 200 ემიგრანტი აწერს ხელს და სია განახლებადია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ასაკი და მხედველობა – “წითელი ნიშნები”, რომლის დროსაც გადაუდებლად უნდა მიმართო ექიმს
ახალი ამბები

ასაკი და მხედველობა – “წითელი ნიშნები”, რომლის დროსაც გადაუდებლად უნდა მიმართო ექიმს

21:22 09-01-2026
სადაც ახალი იდეები იბადება – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
ახალი ამბები

სადაც ახალი იდეები იბადება – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

14:26 09-01-2026
თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება – მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის მაქსიმალურად სარგებლიანად
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება – მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის მაქსიმალურად სარგებლიანად

13:38 09-01-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე

15:28 08-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved