• რეკლამა
  • კონტაქტი
07:12, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ივანიშვილის აღიარება – “ეს რვაჯერ ახსენა” – რას წერს გიორგი გახარია

ალია ავტორი - ალია
19:17 10-01-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,589

ყოფილი პრემიერ–მინისტრი, გიორგი გახარია, ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წერილს ეხმაურება და წერს:

„ივანიშვილის დღევანდელი წერილი 2012 წლის 1 ოქტომბერთან დაკავშირებით თვითაღიარებაა – ყველაზე ცხადი მტკიცებულება, რომ საქართველო დღეს – 2024 წლის არჩევნებამდე 25 დღით ადრე, ზუსტად იქ დგას, სადაც 2012 წელს იდგა – ადამიანის გათელილი ღირსებით, უსამართლო მართლმსაჯულებით, კორუფციით და ნეპოტიზმით, პოლიტიზირებული საჯარო სამსახურით, გაუქმებული ინსტიტუტებით.
2012 წლის 1 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მთავარი ღირებულება იყო ადამიანი და მისი ნამდვილი ღირსება. მაშინ ყველას გვჯეროდა, რომ გულწრფელად ვიბრძოდით უსამართლო მართლმსაჯულების სისტემის წინააღმდეგ და პარტიული გავლენებისგან საჯარო სამსახურის და სახელმწიფო ინსტიტუტების გასათავისუფლებლად. „ქართული ოცნების“ გაცხადებული პოლიტიკური მიზანი მისივე 2012 წლის მანიფესტით იყო „მრავალპარტიული დემოკრატია“, „ევროპული ინტეგრაცია“ და „პოლიტიკური მესიანიზმის“ დასრულება ქვეყანაში.
და ახლა, 12 წლის თავზე სად ვართ? ერთ ბელად სააკაშვილს დაემატა მეორე ბელადი ივანიშვილი. სამწუხაროდ, აღარაფერი დარჩა „ქართული ოცნების“ 2012 წლის ღირებულებებიდან. „ღირსებას“ ივანიშვილი რვაჯერ ახსენებს ამ წერილში. ცხადია, სადაც ყველაზე მეტად უჭირს, იმის დამტკიცებას ცდილობს ქაღალდზე. სამწუხაროდ, დღევანდელი ოცნების პოლიტიკური ხელმძღვანელობა ჩამოყალიბდა მატყუარა პოლიტიკურ ელიტად, რომლისთვისაც ზუსტად ისე აღარ აქვს ფასი ადამიანის უფლებების დაცვას, როგორც არ ჰქონდა ნაციონალური მოძრაობისთვის.
12 წლის თავზე ოცნება ფსიქოლოგიურად ძალადობს, ომით აშინებს და აშანტაჟებს საკუთარ მოქალაქეებს. ზუსტად იმ ზონდერებს იყენებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, ვისაც ნაციონალური მოძრაობა იყენებდა. სასამართლო სისტემის რეფორმირების ნაცვლად, ოცნებამ ნაცების სისტემის მთავარი დანაშაულებრივი სახეები საკუთარი ძალაუფლების საყრდენად აქცია – მათ გაურიგდა. ინსტიტუტები ზუსტად ისე დაუქვემდებარა პარტიულ ბელადს, როგორც ამას ნაციონალური მოძრაობა აკეთებდა. საჯარო სამსახურის პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლების ნაცვლად, საჯარო მოხელეები კიდევ უფრო მეტად მოაქცია პარტიული წნეხის ქვეშ.
ხელისუფლება, რომლის გაცხადებული პოლიტიკური მიზანი ცხოვრების ღირსეული პირობები, სიღარიბის და უმუშევრობის დაძლევა იყო, დღეს იბრძვის კორუფციისთვის და არა – კორუფციის წინააღმდეგ. ხალხი ღარიბდება, პოლიტიკური ელიტა კი იცავს ხალხისთვის მოპარულ ფულს.
ოცნება სამწუხაროდ, იქცა პირველ ხელისუფლებად, რომელმაც ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს ევროპული არჩევანი და ქვეყნის მომავალი.
ამიტომ, 2012 წლის მსგავსი ერთიანობით და გონიერებით, 2012 წლის ღირებულებების ერთგულებით, უნდა მივიდეთ არჩევნებზე და ერთად დავამარცხოთ ოცნებაც და ნაციონალური მოძრაობაც – 26 ოქტომბერს უნდა გავიმეოროთ 1 ოქტომბერი.
ნამდვილი მშვიდობით, ნამდვილი ღირსებით და ნამდვილი კეთილდღეობით ერთად უნდა გავიყვანოთ ქვეყანა სამშვიდობოს.“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved