• რეკლამა
  • კონტაქტი
11:10, ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ივანიშვილი გამსახურდიას პერიოდსაც გამოიძიებს?” – ვანო აბრამიშვილი

ალია ავტორი - ალია
02:56 09-16-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
504

ქართულ-აფხაზური და ქართულ-სამხრეთ ოსური კონფლიქტების წარსულისა და აწმყოს მკვლევარი, ვანო აბრამიშვილი:

„26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“ – განაცხადა ივანიშვილმა დღეს გორში.

ამას ამბობს ადამიანი, რომელიც არანაირ არჩევით თანამდებობას არ იკავებს, უბრალოდ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეა და არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს ხალხის სახელით რაიმე ბოდიშის მოხდაზე საუბრობდეს. მეორეც, იყო ეს შეთანხმებული იმ ადამიანებთან ვისაც უმთავრესი მორალური უფლება აქვთ მათი სახელით ილაპარაკონ? მაგალითად ვეტერანებთან? იძულებით გადაადგილებულ პირებთან? უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრებთან?

გულწრფელი ბოდიშის მოხდა და შერიგება კონფლიქტის დარეგულირების ბოლო სტადიაა, რომელიც ათეული წლები შეიძლება გაიწელოს და რეალურად ემსახურება მომავალს რათა ერთობლივი თანაცხოვრებისას წარსული დანაშაულები აღარ განმეორდეს. ამას საფუძვლად უნდა ედოს მთელი სამართლებრივი, ფინანსური, და კულტურული ინფრასტრუქტურა. აუცილებელია კონფლიქტის ყველა მხარის თანამშრომლობა რათა წარიმართოს საფუძვლიანი გამოძიება და დაისაჯონ დამნაშავეები, მსხვერპლებმა მიიღონ შესაბამისი მორალური და მატერიალური კომპენსაცია. როგორც წესი ამ დროს იქმნება სიმართლის დამდგენი კომისიები სადაც ჩართულები არიან სამოქალაქო პირები, რელიგიური ლიდერები და ა.შ. იმართება საჯარო დისკუსიები, განათლების სისტემაში იცვლება მიდგომები. მსგავსი ვერაფერი ვერ მოხდება ოკუპაციის პირობებში და შესაბამისად უსაფუძვლო და მლიქვნელურ ბოდიშზე საუბარი გაუგებარი და შეურაცხმყოფელია ჯერ ქართველი ხალხისთვის და მერე ამნაირ ბოდიშს არც ოსები მიიღებენ. არავინ შტერი და სულელი არაა.

„ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევა“ გვიანი 80-იანებსა და ადრეული 90-იანი წლებიდან იწყება. ანუ ივანიშვილი გამსახურდიას პერიოდსაც გამოიძიებს? რუსეთს რა პასუხისმგებლობას დააკისრებს?

ცხადია ამ კითხვებზე არანაირი პასუხები არ არსებობს და ეს ყველაფერი ერთი დიდი უაზრობაა. საკუთარი ხალხისგან რომ გაუცხოებული არ იყოს ამნაირ სისულელეებს არც ილაპარაკებდა ეს ადამიანი. აქვე ვიცოდეთ რომ ის ვინც აფხაზებს და ოსებს „დებად და ძმებად“ მოიხსენიებს აზრზე არაა კონფლიქტების საკითხების.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:18 07-15-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

14:29 07-15-2026
მანქანის კონდეციონერი
ახალი ამბები

“ფრეონი აკლია, ძმაო” – დიდი საზაფხულო აფერა – როგორ ამოიცნო მანქანის კონდიციონერის პროფესიონალი ხელოსანი

19:27 07-14-2026
N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved