მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი, ქირურგი და მწერალი, ზურაბ გურული:
გათენდა ამერიკაში. სანამ ყავა იხარშებოდა, ქართულ ფეისბუქს გადავხედე.
ნიგერიელი მერობის კანდიდატს უგანდელი დამკვირვებელი დააკვირდებაო. ბელორუსიის კგბ ცესკო-ში ხმის დათვლებს გადაამოწმებსო.
ვიღაც დაფანჩული ეპისკოპოსი ლუგარის შესახებ ფსბ-ს ინფორმაციას აწვდიდაო; პრინციპში ზოგიერთი ექიმი ბაქტერიას და ვირუსს ვერ არჩევს ერთმანეთისგან და რა გასაკვირია, მღვდლები რომ ჩაერთნენ მიკრობიოლოგიურ დაზვერვაში. მერე საწყალი ჯასტინა ბიბერის ფოტოს წავაწყდი, სამადლოდ შეკედლებული სოფლელი ნათესავივით რომ ჰყავდა გამოწყობილი ბალენსიაგას და უცებ მივხვდი, რომბიძინა ივანიშვილი არის ქართული პოლიტიკის დემნა გვასალია.
შეგახსენებთ, ჯასტინ ბიბერი MTV-ს 2021 წლის დაჯილდოებაზე დემნა გვასალიას შექმნილი ტანისამოსით მივიდა.
კომენტარები