• რეკლამა
  • კონტაქტი
05:27, პარასკევი, 1 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ივანიშვილი არის ავადმყოფი ადამიანი, რომელსაც გაზაფხულზე აქვს გამწვავებული შიზოფრენია – გიგი უგულავა

ალია ავტორი - ალია
14:39 04-16-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
200

ივანიშვილი არის ავადმყოფი ადამიანი, რომელსაც გაზაფხულზე აქვს გამწვავებული შიზოფრენია – ამის შესახებ პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

უგულავას თქმით, ივანიშვილს და მისი პარტიის წევრებს  არც სამშობლო აქვთ დაარც მომავალი.

მისივე შეფასებით, საზოგადოებამ პროტესტის მთავარი სლოგანი – „არა რუსულ კანონს“, უნდა შეცვალოს და სლოგანი „არა რუსულ მთავრობას“ უნდა გახდეს.

„ივანიშვილი ეთამაშება ცეცხლს და დაიწვება ამ ცეცხლში. ერთხელ ვერ გაუვიდა, ის არის ავადმყოფი ადამიანი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით და გაზაფხულზე აქვს გამწვავებული შიზოფრენია. მთელი ქვეყანა შეიძლება გადაგვაქციოს და გადაგვაყოლოს თავის შიზოფრენიას და ფულს, რომელიც აქვს პუტინთან ერთად ნაშოვნი, რომელიც მისი ორბიტის წევრია. უნდა ეს ქვეყანა ფულის საცავ რეზერვუარად და თითოეული ჩვენგანი მის პირად მცველად გადააქციოს. ვინც ამას არ იზამს ან დაიჭერენ, ან გააქცევენ ქვეყნიდან. მიაწერენ შუბლზე „უცხოური აგენტი“, მერე ვიღაც მორიგი ნაგავი, რომელიც პარლამენტში უზის დაგიძახებთ აგენტს. თქვენ გეხებათ პირდაპირ, მედიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ა.შ. გაუნათლებელი, ხომ ნახეთ რა განათლებას ფლობს ზარქუა, ქართული ასოებით დაწერილ ინგლისურ სიტყვებს ლუღლუღებდა. ასეთ ადამიანებთან გვაქვს საქმე, რომლებსაც არც სამშობლო აქვთ, არც მომავალი და არაფერი, მარტო უნდათ საღამოს სუფრა-ღრეობა და ამისთვის ივანიშვილი ორ გროშს აძლევს. ეს არის საბჭოთა რუსული რაშიზმი და ფაშიზმი, რასაც ესენი აკეთებენ. ფაშისტებმა როგორ დაიწყეს? – ჯერ ებრაელთა სახლებს ახატავდნენ ვარსკვლავს, მერე სამკლავური გააკეთებინეს და მერე გაზის კამერაში ამოხოცეს, ზუსტად იმავეს აკეთებენ. ივანიშვილს თუ ჰგონია, რომ გადარჩება და ბრაზილიის ტყეებში დაიმალება, ცდება, იქიდან ამოიღებს ქართველი ხალხი. ეს არის ყველა ზღვარს გადაცდენა, ეს არ არის უბრალოდ ცუდი ან კარგი მთავრობა. უნდა გვესმოდეს, რომ სანამ ჩვენ ვიძახებთ „არა რუსულ კანონს!“, მანამდე ასე წრეზე ვიტრიალებთ, ერთადერთი რაც უნდა ვთქვათ არის „არა რუსულ მთავრობას“. შარშან, ვიძახდით „არა რუსულ კანონს“ და ერთი წლის შემდეგ კიდევ იქ ვართ. ამიტომ „არა რუსულ კანონს“ წერტილი და არავითარი მაგრამ. არ იქნება რუსული მთავრობა, არ იქნება რუსული კანონები, არ იქნება რუსეთ! ყოველი მეორე რუსის „შპიონები“, რომ დადიან ამ ქვეყანაში“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ტვ პირველი, ფოტო-ინტერპრესნიუსი

თეგები: გიგი უგულავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია
ახალი ამბები

“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია

20:29 04-30-2026
როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”
ახალი ამბები

როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”

16:26 04-30-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა

14:38 04-30-2026
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ IFC-სა და CDP-ისთან პარტნიორობა გააფორმა
ახალი ამბები

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ IFC-სა და CDP-ისთან პარტნიორობა გააფორმა

12:09 04-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved