• რეკლამა
  • კონტაქტი
01:28, სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იუსტიციის გენ. ინსპექციის საგამოძიებო დეპარტამენტი იპარავდა ციხეში მტკიცებულებას” – რას ჰყვება გლდანის ციხიდან გამოსული გვარამია

ალია ავტორი - ალია
20:48 11-09-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
51

ნიკა გვარამია, რომელიც სპეციალური ეპიკირებით იყო ციხეში, მიხეილ სააკაშვილთან, ამბობს, რომ ციხეშის შესვლისთანავე აგინეს და ამბობს:

პირობას ვდებ, ჩემი ცოლი ვერ მიცნობდა გინება რომელიც მოწყობილია ციხის ადმინისტრაციის მიერ, ასე მარტივად იშიფრება. გინება გრძელდება მუდმივად, ამას შეესწრო, ინსპექტორის ოფისის წარმომადგენლები, იმედია ასახავენ ანგარიშებში. გინება ისმის იმ ოთახში, სადაც შეგვიყვანეს. სააკაშვილს, პირდაპირ ვამბობ, წართმეული აქვს დაცვის განხორციელების უფლება, სააკაშვილი შიმშილობს, ის ვერ გადაადგილდება მარტივად, ჩვენ არ გვიშვებენ მასთან პალატაში. უნდა ჩამოვიდეს 5 სართულს სააკაშვილი, შემოვიდეს ოთახში, სადაც არის მინა ასევე შუაში, ხმაგაუმტარი, ვიყავით მე, მეორე ადვოკატი და სახელმწიფო ინსექტორის წარმომადგენელი. მე მელაპარაკება ტელეფონით, მე ვეუბნები კითხვას, მპასუხობს, მერე ამ პასუხს მე ვეუბნები სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელს და ა.შ. ასე ფაქტების დაგენა არის შეუძლებელი. სააკაშვილთან ადვოკატების კომუნიკაცია არის შეზღუდული; სრული პასუხსიმგებლობით ვაცხადებ.

აი, ამ გინების ფონზე, თქვენ წარმოიდგინეთ, გიული ალასანიამ ან სააკაშვილის შვილებმა ეს დედის გინებების გზა უნდა გაიარონ, არ არის მარტივი ადვოკატებისთვისაც ამ გზის გავლა. პალატაში ხომ სულ ისმის გინება და ქვემოთაც, დაკითხვების ოთახშიც ჩვეულებრივად. ეს არის უწყვეტი პროცესი. რეალურად, ეს არის პრაქტიკულად შეუძლებლობამდე მიყვანა მისი ოჯახის წვერების მისვლის მოსანახულებლად. ვინ აყვირებს ამ პატიმრებს, ჩვენთვის ესეც ცნობილია.

დაუძლურებულია სააკაშვილი და პროგნოზირებას ვეღარ გავაკეთებ, აღარ იღებს კალციუმს და ცილებს, იღებს მხოლოდ გლუკოზას, ამას ქვია დანის პირზე სიარული, ლატარეას თამაშობენ.

მიხეილ სააკაშვილი მოითხოვს ხვალინდელ სასამართლოზე დასწრებას და ძალიან მაინტერესებს როგორ იტყვის ციხის ადმინისტრაცია უარს, როცა დღეს 5 სართულით ქვემოთ ჩამოსვლა შეძლო.

დღეს იუსტიციის სამინისტროს გენ. ინსპექციის საგამოძიებო დეპარტამენტი იპარავდა მტკიცებულებას. მათ იცოდნენ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შემოდიოდა ტანსაცმლის ამოსაღებად – შევიდნენ, გააღვიძეს სააკაშვილი, ჩათვალა, რომ ეს სახელმწიფო ინსპექტორის ხალხია და მოუწერა ხელი, გადააბარა ეს ტანსაცმელი და როგორც კი ტელევიზორში ნახა, რომ გარეთ ვდგავართ ჩვენ და ინსპექტორი, აბა, თქვენ ვინ ხართო, არც აცია, არც აცხელა, ტანსაცმელი უკან გამოართვა და აღარ გაატანა. ტანსაცმელს ხვალ ამოიღებს ინსპექტორის სამსახური.

საინტერესო განმარტება მივიღეთ ძალადობასთან დაკავშირებით.

გუშინ, მანქანით მიიყვანეს, ბოლო 30 მეტრი მანქანით არ გაატარეს, გადმოიყვანეს სპეციალურად პატიმრების კორპუსთან. როგორც კი გაჩერდა მანქანა, უკვე დაიწყო გინება, გადმოათრიეს, პირდაპირი მნიშვნელობით და ათრიეს 30 მეტრის განმავლობაში საავადმყოფოს კორპუსამდე და ასმენინეს, რაც მოუწყვეს. პროკურორი ამბობს, ექსპერტიზა მოვუყვანე და უარი გვითხრაო. ვკითხეთ, რატომ არ ვიცოდით ადვოკატებმა, გვიანი იყოო, ვუთხარით, რომ მაგ დროს ციხესთან ვიდექი, არ ვიცოდითო, ნომერი ხომ იცოდით ჩვენიო, ვუთხარით, არ ჩავთვალეთ დარეკვა საჭიროდო… სააკაშვილი ექსპერტიზას გაივლის მხოლოდ მისი ექიმის თანამონაწილებით.

ვიდრე ექსპერიზას ჩაუტარებთ ვიდეოკადრები ნახეთ? რაზეც, ციხეების ზედამხედველი, გენ. ინსპექციის საგამოძიებოს უფროსი პასუხობს შემდეგს, წავალთ სასამართლოში და მოვითხოვთ ვიდეოს ამოღებასო. მტკიცებულებები ჯერ უნდა დათვალიერებს და ამის გაკეთება მარტივად შეეძლოთ. ფაფის ჭამის ვიდეოს გამოქვეყნება თუ შეიძლება, სააკაშვილმა თუ დაანგრია მთელი სავაადმყოფო, ვიდეო სად არის?”

თეგები: მიხეილ სააკაშვილინიკა გვარამია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved