• რეკლამა
  • კონტაქტი
00:34, სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იცით, რომ წვევამდელების ანაზღაურება 75 ლარია თვეში? ამ კაპიკებით ყოველ მესამე დღეს 24 საათი მორიგეობენ” – ვაშაძე თავდაცვის მინისტრს

ალია ავტორი - ალია
19:58 06-09-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
132
“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში მოსულ თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს, უთხრა:
“ბატონო ჯუანშერ, თუ იცით რამდენი ლარია წვევამდელების ანაზღაურება?! ამ ადამიანების ანაზღაურება არის 75 ლარი ხელზე თვეში, მაქსიმუმ 80 ლარი, ეს ადამიანები არიან წვევამდელები და ამ კაპიკებს იღებენ, ამ კაპიკებით ყოველ მესამე დღეს 24 საათი მორიგეობენ, სახლში უნდა წავიდნენ, უნდა იკვებონ, უნდა მოვიდნენ და დაიცვან საქართველოს პარლამენტი, სხვა სახელმწიფო უწყებები, მაგრამ ბატონო ჯუანშერ თქვენ თუ იცით შრომაში დაცვის პოლიცია რამდენს იღებს ერთი ადამიანის ხარჯზე?! 1000 ლარს, ანუ ათას ლარამდე მათ შრომაში იღებს დაცვის პოლიცია და 75 ლარს აძლევს ამ ადამიანებს, ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს უბრალოდ არაადამიანურია?! ამ ახალგაზრდა ბიჭებს უნდა მოემატოთ ანაზღაურება, მინიმუმ 500 ლარი მაინც უნდა ჰქონდეთ. ხომ არ ფიქრობთ, რომ ამაზე თქვენ ყურადღება უნდა გაამახვილოთ და გულთან მიიტანოთ ქართველი ახალგაზრდა ვაჟკაცი წვევამდელების ყოველდღიური ყოფითი პრობლემები, რომელიც მათ აქვთ?!
 მეორე საკითხზე მინდა ვისაუბრო ზუსტად იგივე ხელფასებთან დაკავშირებით. პროფესიონალურ ჯარში რიგითის ხელფასი ვეძებეთ, ბოლო მონაცემი, რომელიც ვნახე წელიწად ნახევრის წინ იყო, მას შემდეგ ცოტა მოიმატა მაგრამ დაახლოებით 900-დან 1000-ლარამდე შუალედშია, ხელზე უფრო ნაკლები გამოდით ჯარისკაცებს. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს იმდენად დაბალი ხელფასია, რომ ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს უძღვნის ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, თავდაცვის უნარიანობას, თუ საჭირო გახდა სიცოცხლე უნდა დათმოს და მას მინიმუმ უნდა გაუორმაგდეს და თქვენ რასიტყვით, რომ ამ ხალხს გაუორმაგდეთ ხელფასები?! თუ ამაზე დაგვთანხმდებით, თქვენთან ერთად ვიმუშავებთ, რომ ბიუჯეტში ეს თანხა ვიშოვით, რომ მათი ანაზღაურება იყოს მეტ-ნაკლებად ღირსეული. ჩემი აზრით მთავარ სპეციალისტზე ნაკლები ხელფასი ჯარისკაცს არ უნდა ჰქონდეს და ასევე ვფიქრობ პოლკოვნიკებზე, კაპიტნებზე, სერჟანტებზე და ა.შ.
ბოლოს მინდა ჩემი გულწრფელი პატივისცემა გამოვხატო ყველა ჯარისკაცთან მიმართებაში, თქვენ ღირსეული ადამიანები ხართ და ჩვენ ყოველთვის დავიცავთ თქვენს ინტერესებს ნებისმიერ ადგილზე, სადაც არ უნდა იყოთ”
თეგები: გიორგი ვაშაძეჯუანშერ ბურჭულაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved