• რეკლამა
  • კონტაქტი
09:05, ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იტალიის მთავრობა პანიკაშია – ყველა ქართველი სახლში ვართ ჩვენს ბებიებთან ერთად”

ალია ავტორი - ალია
16:14 03-10-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
88

იტალიის მთავრობა პანიკაშია. მთავრობა კორონავირუსს მოუმზადებლი შეხვდა. ქვეყანში ვირუსის გავრცელების მაღალი რისკია, რადგან მოსახლეობა ჩრდილოეთიდან სამხრეთით გადადის და თავშესაფარს ეძებს. ამის შესახებ „2020NEWS”-ს  იტალიაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა  მაკა ჩხაიძემ განუცხადა.

 „მთავრობა  ვირუსს მოუმზადებლი შეხვდა და შეშინებულია. მარტო მოსახლეობა კი არა, მთავრობაც პანიკაშია. ყველაფერზე სერიოზულ კონტროლს ახორციელებს. სასწავლო დაწესებულებები 3 აპრილამდე დაიხურა, ყველგან სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ხშირად გამოდიან ტელევიზიით და რეკომენდაციებს გასცემენ, რომ ხელები ხშირად დავიბანოთ და მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს.

ძალიან მაღალი რისკი არის რომ ჩვენთანაც, ქალაქ ბარშიც გავრცელდეს კორონავირუსი, რადგან ჩრდილოეთიდან ხალხი გამორბის და აქ – სამხრეთში ეძებს თავშესაფარს. პოლიცია და მთავრობა გვაფრთხილებს, რომ ქუჩაში არ გავიდეთ. თუ ვინმე აუცილებელად უნდა წავიდეს  სამსახურში და გარეთ გავა, მას პოლიცია აუცილებლად ამოწმებს და ითხოვს  დოკუმენტს სამუშაოს შესახებ. კარაბინელები აზუსტებენ, ნამდვილად მიდის თუ არა ესა თუ ის პირი სამსახურში

ჩვენ ვისთანაც ვმუშაობთ, მათაც გაგვაფრთხილეს, რომ სახლიდან არ გავიდეთ. ყველა ქართველი სახლში ვართ ჩვენს ბებიებთან ერთად.  ვისაც ახლოს აქვს მარკეტი შეიძლება გავიდეს, მაგრამ მე სულ სახლში ვარ. იტალიელებიც  ერიდებიან გარეთ გასვლას. იმარაგებენ პროდუქტს, ასევე სადეზინფექნციო საშუალებებს. ქალაქ ბარში ჯერ არ დაფიქსირებულა ვირუსი,  მაგრამ მაღალი რისკის ქვეშ ვართ და ყველას გვეშინია“

თეგები: კორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში – განათლება გამარჯვებაა – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში – განათლება გამარჯვებაა – თიბისი

15:28 07-29-2026
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება
ახალი ამბები

ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება

15:00 07-29-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

13:18 07-29-2026
დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”
ახალი ამბები

დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”

16:02 07-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved