• რეკლამა
  • კონტაქტი
14:03, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იტალიაში მივხვდი, თუ რა დიდებული ქვეყანა გვაქვს, მართლა დიდება საქართველოს!” – ჩუთლაშვილი

ალია ავტორი - ალია
01:53 04-08-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
7,164

ბლოგერი, დავით ჩუთლაშვილი:

ახლა ერთი უცნაური და ძალიან საამაყო ამბავი უნდა მოგითხროთ, რომელიც იტალიაში ყოფნის დროს გადამხდა. მოკლედ, მილანში ვარ, სასტუმროში და ველოდები, ადმინისტრატორი როდის დამაბინავებს და გასაღებს როდის გადმომცემს. ჩემ გვერდით ვხედავ რამდენიმე ბიჭს, რომლებიც ბრიტანული ინგლისურით ლაპარაკობენ. ჰოდა, სანამ მე დავბინავდებოდი, მოვისმინე, რომ ერთი ბიჭი ეუბნებოდა დანარჩენებს, ყოველთვის ისე მოიქეცით, როგორც დავით აღმაშენებელს მოეწონებოდაო.

თავიდან ვიფიქრე, მომესმა-მეთქი, მაგრამ მერე, როცა ადმინისტრატორმა ჩემი გვარი ამოიკითხა, ეს ექვსივე ბიჭი ჩემკენ შემოტრიალდა. აღფრთოვანებულები მათვალიერებენ, მიყურებენ, როგორც მე დავუწყებდი ყურებას ალბათ ცოცხალი ჯონ ლენონი რომ მენახა. ბოლოს ერთმა გაბედა და მკითხა, ქართველი ხარო? კი, ქართველი ვარ-მეთქი. დავით აღმაშენებელზე რამე თუ გსმენიაო. მე ვუპასუხე, რას ჰქვია, მსმენია, დედაჩემმა სახელი საერთოდაც მაგ მეფის საპატივსაცემოდ დამარქვა-მეთქი და იქ ატყდა ისეთი ამბავი, ენით ვერ აღგიწერთ.

თურმე ეს ყოფილა დავით აღმაშენებლის ბრიტანული ფანკლუბი. ის ბიჭები, ყველა ყოფილან დავით აღმაშენებლის ფანები. და თურმე ბრიტანულ Gen Z-ის ერთ ნაწილში დავითი ყოფილა დღეს ძალიან პოპულარული მეფე.

ვილაპარაკეთ და ვილაპარაკეთ. დავითის ყველა ბრძოლა იცოდნენ, მთელი საქართველოს იმ პერიოდის ისტორია და ჭკუაზე აღარ ვიყავით.

იმ დღეს იმ ბრიტანელმა ბიჭებმა დამპატიჟეს და მაგრად მოვულხინეთ. სულ ლამბრუსკო რეჯიანო ვსვით.

რატომ მოვაყოლე ეს ამბავი: უდიდესი ისტორიის მქონე ერი ვართ, რომელიც ამ ისტორიას სათანადოდ არ აფასებს. ისევ უცხოელი თუ დაგანახებს საკუთარ დიად წარსულს და დაგაფიქრებს მასზე.

ის ბიჭები მერე საქართველოში დავპატიჟე, გელათს უნდა ვეწვიოთ და დავითის საფლავი მოვინახულოთო, ასე თქვეს, მაგრამ ორიოდე კვირაში დაიწყო ის ჯოჯოხეთური პანდემია.

და კიდევ ერთს იმას დავამატებ, რომ დავით აღმაშენებლის ფანკლუბი კი არა, რუსებმა დღემდე ისიც არ იციან, ასეთი მეფე საერთოდ თუ არსებობდა ამ პლანეტაზე. რუსები მთელი ცხოვრება იმას ცდილობდნენ, ჩვენ თვითონ დაგვევიწყებინა ჩვენი ისტორია, არათუ თავად ესწავლათ ის და ქართველი მეფეების ფანკლუბები ეკეთებინათ.

მოკლედ, იტალიაში მივხვდი, თუ რა დიდებული ქვეყანა გვაქვს. მართლა დიდება საქართველოს! ჩვენ კიდევ ვიტყვით ამქვეყნად ჩვენს სათქმელს! ევროკავშირსა და ნატოშიც შევალთ და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მისაბაძი ქვეყანაც გავხდებით. მე ამის ღრმად მწამს! ????

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ქრონომეტრი – ბინა ლისზე
ახალი ამბები

“ქრონომეტრი” ლისზე –  სპეციალური შეთავაზება თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის

13:57 11-09-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved