გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი ხვალ ისრაელში ჩავა, – ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს პრესსპიკერი ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტს წინ უძღოდა ბერლინში გამართული მოლაპარაკებები, სადაც ბერბოკი ყატარის ემირს შეიხ ტამიმ ბინ ჰამად ალ-თანს შეხვდა.
გერმანია ჰამასს ოფიციალურად აღიარებს, როგორც ტერორისტულ ორგანიზაციას.
შეგახსენებთ, რომ დღეს ისრაელში ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ენტონი ბლინკენი იმყოფებოდა. ბლინკენი ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა.
კომენტარები