ისრაელში კოვიდვაქცინის მეოთხე დოზა 500 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო, – ამის შესახებ abcnews იუწყება.
ისრაელის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ დამატებითი ბუსტერები შეამსუბუქებენ კორონავირუსის ტალღას, რომელიც „ომიკრონმა“ გამოიწვია.
ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების მიხედვით, ისრაელში ამჟამად კორონავირუსის 260 000 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც მძიმე პაციენტი მხოლოდ 289 არის. აღნიშნული სტატისტიკა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე წინა ტალღების შემთხვევაში.
პანდემიის დაწყებიდან 9 მილიონი ადამიანით დასახლებულ ისრაელში კორონავირუსს 8 293 ადამიანი ემსხვერპლა.
მოსახლეობის 65%-ზე მეტი სულ მცირე ორჯერ არის აცრილი.
კომენტარები