• რეკლამა
  • კონტაქტი
21:40, შაბათი, 7 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ისრაელის არმიამ დაადასტურა 7 ოქტომბერს გატაცებული 31 მძევლის სიკვდილი

ალია ავტორი - ალია
18:16 02-07-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
136

რადიო თავისუფლების ცნობით, ისრაელის არმიამ დაადასტურა სიკვდილი 31 მძევლისა, რომლებიც ჰამასმა (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად მიჩნეული დაჯგუფება) ისრაელზე თავდასხმისას გაიტაცა 7 ოქტომბერს.

ისრაელის ხელისუფლება ვარაუდობდა, რომ ღაზის სექტორში ჯერ კიდევ ჰყავდათ დაკავებული 130 მძევალი, ისრაელელები და უცხოელები.

The New York Times-ი ისრაელის დაზვერვის საიდუმლო დოკუმენტზე დაყრდნობით იტყობინება, რომ სულ მცირე 30 მძევალი დაიღუპა. გამოცემის თანახმად, ზოგიერთი მათგანი ისრაელის ტერიტორიაზე თავდასხმისას მოკლეს, შემდეგ კი მათი გვამები შემდეგ ღაზის სექტორში გადაიტანეს. რადგან მათი სიკვდილი იმ დროისთვის დადასტურებული არ იყო, ისინი ცოცხალ მძევლებს მიათვალეს. სხვები მიღებულ ჭრილობებისგან დაიღუპნენ ან ტყვეობაში დახოცეს.

ადრე გავრცელდა ასევე ცნობა, რომ სამი მძევალი ისრაელის არმიის სამხედროებმა შეცდომით მოკლეს ღაზის სექტორში ოპერაციის დროს.

გამოცემა წერს, რომ სულ მცირე კიდევ 20 მძევლის სიკვდილის შესახებ არსებობს დაუდასტურებელი ინფორმაცია. The Wall Sreet Journal-ი ადრე იტყობინებოდა, რომ ისრაელის შეფასებით, ჰამასის მიერ გატაცებული დაახლოებით 50 ადამიანი შეიძლება იყოს დაღუპული.

ამ რიცხვს ასახელებდნენ მძევლების შესახებ გამართულ მოლაპარაკებებზე, რომლებიც აშშ-ის და ეგვიპტის მონაწილეობით მიმდინარეობდა.

თუ ისრაელის ეს შეფასება სინამდვილეს შეესაბამება, დაახლოებით 80 მძევალი კვლავ ცოცხალი უნდა იყოს და ჯიჰადისტებს აქვთ მათ მიერ გატაცებული ათეულობით ადამიანის გვამები. დღემდე არცერთი დაღუპულის გვამი არ გადაუციათ ისრაელისთვის.

მძევლების განთავისუფლება და დაღუპულთა გვამების გადაცემა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკების პირობაა.

შარშან, 7 ოქტომბერს, ისრაელის ტერიტორიაზე ჰამასის და სხვა ჯგუფების მიერ განხორციელებული სწრაფი იერიშის დროს 1200 ადამიანი დაიღუპა. 240-250 ადამიანი გაიტაცეს და, სხვადასხვა მონაცემებით, ღაზის სექტორში გადაიყვანეს.

ისრაელის საპასუხო საჰაერო და სახმელეთო იერიშის შედეგად, ღაზის სექტორში, პალესტინელების მხარის მონაცემებით, დაიღუპა 26 ათასი ადამიანი. შარშან, ნოემბერში, ცეცხლის ხანმოკლე შეწყვეტის დროს, ისრაელმა დაიბრუნა 130-მდე მძევალი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved