• რეკლამა
  • კონტაქტი
08:01, ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ისინი არიან სისხლიან ძალაუფლებას და ფულს ამოფარებული, ჩვენ ვართ ახალგაზრდები, რომლებიც ცეცხლს დავუდექით პირისპირ” – მათე დევიძე

ალია ავტორი - ალია
17:29 06-12-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
139

“მივდივარ სინათლის საძიებლად უსასრულო წყვდიადში ” – ეს სიტყვები 21 წლის მათე დევიძემ საბოლოო სიტყვის დასრულების შემდეგ განაცხადა და დარბაზი დატოვა.

მათე დევიძემ დღევანდელ პროცესზე მოსამართლე ნინო გალუსტაშვილსაც მიმართა: “ჩვენ გვწირავთ მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენს მბრძანებელს ბრძანება შეუსრულოთ”. 

იცით ყველამ, რომ აქ თქვენ სანახავად მოვდიოდი. დღეს ალბათ ბოლო დღე იქნება. დიდი ხანი ვეღარ მნახავთ. იცით ყველამ, რომ თბილისში აქციებზე თელავიდან ჩამოვდიოდი, რადგან თანამონაწილეებთან ერთად გამეპროტესტებინა ევროკავშირის კურსიდან გადახვევა. 19 ნოემბრის გამთენიისას, ჭავჭავაძის გამზირზე როდესაც დაიწყო ფორმიანმა დაჯგუფებამ პატარა, ლამაზი სამყაროს დანგრევა და სისხლიანი ხელებით შელახვა, მაგ დღეს 2 დღის უძილო ვიყავი. ძალიან დაღლილი ვიყავი და ვერ გავაცნობიერე, რა ხდებოდა. როდესაც მათ დაიწყეს ჩვენზე გადამეტებული ძალის გამოყენება, მე შეხლა-შემოხლაში მოვყევი.

იცით, შემდეგ რაც მოხდა. მაშინ, როცა ამდენი ჟურნალისტი და ახალგაზრდა დასისხლიანებული იყო, პოლიციელი არის თუ არა პასუხისგებაში მიცემული? შეგიძლიათ გააკეთოთ შედარება ჩვენსა და მათ შორის. ისინი არიან სისხლიან ძალაუფლებას და ფულს ამოფარებული. ჩვენ ვართ ახალგაზრდები, რომლებიც ცეცხლს დავუდექით პირისპირ. ჩვენ გვწირავთ მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენს მბრძანებელს ბრძანება შეუსრულოთ. მაპატიეთ, მეგობრებო, მაგრამ მე უნდა დავტოვო დარბაზი, რადგან არ შემიძლია ამ გადაწყვეტილების მოსმენა. მაპატიეთ, მაგრამ ვტოვებ თქვენ ბინძურ სამფლობელოს. მივდივარ სინათლის საძიებლად უსასრულო წყვდიადში.” – განაცხადა მათე დევიძემ. 

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი მათე დევიძის საქმეზე განაჩენის გამოსაცხადებლად გავიდა – სხდომა დატოვა თავად სინდისის პატიმარმა, მათე დევიძემ.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ESG მდგრადობა
ახალი ამბები

ESG მდგრადობა ქართული ბიზნესისთვის: რატომ ხდება გარემოსდაცვითი შესაბამისობა საექსპორტო და საინვესტიციო აუცილებლობა

13:39 08-18-2026
„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
ახალი ამბები

„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა

13:28 08-18-2026
ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო? – თიბისი
ახალი ამბები

ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო? – თიბისი

13:18 08-18-2026
ბინის ყიდვა თბილისში
ახალი ამბები

როგორ იცვლება თბილისის ყოველდღიური ცხოვრება ქალაქის ზრდის ფონზე

11:44 08-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved