• რეკლამა
  • კონტაქტი
23:38, შაბათი, 7 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ისეთი რამ მითხრეს კოვიდზე, იმაზე დიდი შოკი მივიღე, ვიდრე ვირუსის დადასტურებისას”

ალია ავტორი - ალია
20:13 09-18-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე სოციალურ ქსელში წერს:

„კარგად ვარ. დღეს პირველი დღეა, როცა ამის თქმა თამამად შემიძლია. არც სიცხე და აღარც განსაკუთრებული ტკივილები. მხოლოდ ხველა მახსენებს რომ კოვიდ-დადებითი ვარ. გემოს ისევ ვერ ვგრძნობ.

ერთმა ყოფილმა პაციენტმა მომწერა, მაისში დავამარცხე კორონა და გემო და ყნოსვა ჯერ არ დამბრუნებიაო. მგონი ეს უფრო დიდი შოკი იყო, ვიდრე ის რომ კოვიდი დამიდასტურდა. ალბათ, ამით უნდა ვისწავლო ცხოვრება. სახსრების ტკივილმაც გაიარა თითქმის, მოკლედ ცრუმორწმუნე არ ვარ, თორემ ის მომენტია, ხეზე რომ უნდა დააკაკუნო.

პლაქველინი აღარ მიმიღია, მხოლოდ სისხლის გამათხელებელი ნემსი და რაღაც აბები. ინჰალაცია სულ უფრო იშვიათად მჭირდება.

დღეს ნინო წაბრძანდა კარანტინში. გული უფრიალებდა წასვლისას სიხარულისგან, ძლივს იდგა ფეხზე. შიშით ხმას ვერ იღებდა, იფიქრებენ ცუდად ვარ და დამტოვებენო – არ დატოვეს, დავრჩი მარტო.

დღეს სულ კარგი ამბები უნდა მოვყვე: პატარაც წავიდა კარანტინში, აღარავინ აწვალებს ნემსის ჩხვლეტით. ერთი რომ გვყავდა მძიმე, ისიც კარგად არის უკვე, გამოძვრა. ახლა სხვა არის მძიმედ და ისიც გამოძვრება, სხვანაირად არ შეიძლება. მთელი ღამე დარბიან ექიმები და ექთნები, შეუძლებელია ეს ძალისხმევა ჰაერში წავიდეს.

ჩემს საწოლთან ორი ბუშტი კონწიალობს, ჩავიფიქრე, რომ აქედან მათ ჩამოვარდნამდე უნდა წავიდე, ვნახოთ…“

Teona Tskhomelidze-ს ფოტო.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved