ანალიტიკოსი, ზურაბ ბატიაშვილი:
“ის, რაც დღეს ქუთაისში ხდება, კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, როგორ “ყვავის ეკონომიკა” და როგორ “კარგად გრძობს თავს” კრიმინალი ქვეყანაში.
მაშინ, როდესაც ინსტიტუტები ასეთ კრიმინალებს უნდა ებრძოდნენ (იგივე ესებუა ვერ დაიჭირეს ამდენი ხანია), სახელმწიფო მიტაცებულია და უამრავი დრო, ფული და ენერგია იხარჯება საკუთარი მოქალაქეების თვალთვალსა და მოსმენებზე.
სანამ ეს მახინჯი სისტემა არ დაინგრევა, რომელიც მხოლოდ ერთი ადამიანის ხუშტურებზეა აწყობილი, კრიმინალი, სამწუხაროდ, ყოველთვის “კარგად იგრძნობს თავს”.
კომენტარები