კორონავირუსთან დაკავშირებით ჭორების გავრცელების ბრალდებით ირანში 24 ადამიანი დააკავეს – ამის შესახებ ინფორმაციას „ასოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.ბოლო დროს მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია ირანში არსებულ კრიტიკულ მდგომარეობაზე. ოფიციალური მონაცემებით კორონა ვირუსით 19 ადამიანი დაღუპული, თუმცა აშშ და სხვა ქვეყნები ირანს ზუსტი მონაცემების დამალვაში ადანაშაულებს და მოუწოდებს არ დამალონ ინფორმაცია გარდაცვლილთა შესახებ.
თავის მხრივ ამ მოწოდებას ირანის პრეზიდენტიც გამოეხმაურა და აშშ პანიკის გავრცელებაში დაადანაშაულა, ხოლო ქვეყნის მაშტაბით კი 24 ადამიანი დააკავა ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის. გარდა ამისა როგორც ცნობილია 180-მდე ადამიანმა მიიღო გაფრთხილება.
ნიუპოსტი
კომენტარები