ირანის პარლამენტის თავმჯდომარეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ალი ლარიჯანი იზოლაციაში იმყოფება.
მანამდე ვირუსი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, ქალთა და ოჯახის საკითხებში ვიცე-პრემიერსა და საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს აღმოაჩნდათ.
2 აპრილის მონაცემებით, ირანში კორონავირუსს 3 160 ადამიანი ემსხვერპლა, 50 468 კი ინფიცირებულია.
კომენტარები