• რეკლამა
  • კონტაქტი
02:48, ორშაბათი, 13 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ირანელი ინვესტორის ცრუ ჩვენების გამო სასიკვდილო განაჩენი მომისაჯეს, დამეხმარეთ, პრემიერო”

ალია ავტორი - ალია
14:13 02-11-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების საქმეზე მსჯავრდებული წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, გრიგოლ ივანეიშვილი პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას ციხიდან მიმართავს. ციხიდან გამოგზავნილ წერილში ყოფილი თანამდებობის პირი მის მიმართ გამოტანილ უკანონო განაჩენზე საუბრობს და სასამართლოს არაობიექტურობაში ადანაშაულებს.

„ინტერპრესნიუსისთვის“ გამოგზავნილ წერილში წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ მას „სასიკვდილო განაჩენი“ – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა – ცრუ ჩვენების საფუძველზე გამოუტანეს.

„ბატონო პრემიერ მინისტრო, თქვენ მოგმართავთ ადამიანი, რომელსაც 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მომესაჯა და იმავდროულად, დარწმუნებული ვარ ჩემს უდანაშაულობაში. ჩემი მდგომარეობის გათვალისწინებით, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ჩემს წერილს, რომელიც საკმაოდ ვრცელია და მისი პირველი ნაწილი ჩემს მიმართ სახელმწიფო ორგანოების მხრიდან განხორციელებულ ძალადობას ეხება, ხოლო წერილის მეორე ნაწილში ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მინდა დაგანახოთ ჩვენს ქვეყანაში და მის მმართველობით სისტემაში ვერაღმოფხვრილი მანკიერი ტენდენციები, რომლებიც სისტემურ პრობლემებს ქმნიან, როგორც ცალკეული რეგიონების, ასევე ზოგადად ქვეყნის განვითარებაში. რამდენიმე თვის წინ მე თქვენ მოგმართეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემს მიმართ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და პროკურატურის მიერ განხორციელდა სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც წამიყენეს ბრალი ს/ს 338 მუხლით. მე გთხოვდით, დაინტერესებულიყავით ამ მოდელირებული საქმით. მე უკანასკნელ მომენტამდე მქონდა იმის იმედი, რომ სასამართლო გამოიჩენდა თუნდაც მინიმალურ ობიექტურობას ჩემს საქმესთან დაკავშირებით.

მე მთელი ჩემი ცხოვრება ჩემი ქალაქისა და ქვეყნის სამსახურში გავატარე. ჩემს ქალაქში განვახორციელე მილიონობით ლარის ინვესტიცია, ბიზნესის თვალსაზრისით, უაღრესად რისკის შემცველ საკურორტო და ტურისტულ- ინფრასტრუქტურულ პროექტებში; ქუთაისის სახელმწიფო უნივერსტიტეტში 33 წლის განმავლობაში ჩემი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა ახალგაზრდა თაობის ჩვენი ქვეყნის ჭეშმარიტ მოქალაქეებად ჩამოყალიბების უმნიშვნელოვანეს საქმეს ემსახურებოდა.

იმის გათვალისწინებით, რომ ვარ 62 წლის და მაქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ფაქტობრივად სასიკვდილო განაჩენი – 12 წელი თავისუფლების აღკვეთა – მომესაჯა, საქართელოს მოქალაქეობის არმქონე „ირანელი ინვესტორის“ ცრუ ჩვენების საფუძველზე. ჩემ მიმართ გამოტანილი განაჩენი წარმოადგენს გასული საუკუნის 30 წლებისთვის დამახასიათებელ დაუხვეწავი ფორმებით განხორციელებულ ყველაზე ცინიკურ და ამაზრზენ ანალოგიას. ეს განაჩენი კლასიკური ნიმუშია სასამართლოსა და პროკურატურის არაკომპეტენტური შეთქმულებისა პიროვნების წინააღმდეგ. ყველა დეტალი, ყველა ფრაზა და პასაჟი ჩემს მიმართ გამოტანილ განაჩენში მოდელირებულია იმდენად უნიჭოდ, რომ ჩემდამი წაყენებული ბრალი მოსამართლემ ერთ კონსტრუქციაშიც კი ვერ მოაქცია პროკურატურის მოწმეების ჩვენებასთანაც კი. მე არ წავედი საპროცესო შეთანხმებაზე; მიუხედავად სასჯელის სიმძიმისა ამას არც მომავალში ვაპირებ. მე თავიდანვე მირჩევდნენ, რომ შეთანხმების გზა ამერჩია, რადგან საქმე სუს-ის დაწყებული იყო და ვერაფერს გავხდებოდი. მიმაჩნია, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანის უფლებები და თავისუფლება უფრო მაღალი ღირებულებაა, ვიდრე სუს-ის ან ნებისმიერი ინსტიტუციის იმიჯის დაცვა. საქმე არ ეხება მხოლოდ ჩემ მიმართ განხორციელებულ ძალადობას – სიცრუე და ძალადობა ის პოლიტიკური გზაა, რომელსაც თუ ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების მიმართ თუნდაც ერთხელ მიმართავს, შემდეგ შეჩერება შეუძლებელია.

ბატონო გიორგი! მოგმართავთ როგორც საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირს, თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში, გამოიყენოთ ყველა საშუალება, რათა განახორციელოთ მონიტორინგი ჩემს სასამართლო პროცესთან დაკავშირებით, რომელიც ახლა სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს და ჩვენს ქვეყანაში პიროვნების უფლებების დაცვისა და სამართლიანი სასამართლოს დამკვიდრების გზაზე უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს,”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

12:42 07-10-2026
ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved