ნებისმიერი პროტესტი, მათ შორის რომელიც ახლა არის ქუჩაში, მიუთითებს, რომ საქართველოში არის დემოკრატია, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ.
„ირაკლი შოთაძის მუშაობის პერიოდში პროკურატურა იყო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური. მინდა გავიხსენო არაერთი მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც უკავშირდებოდა ორგანიზებულ დანაშაულს, ტრანსნაციონალურ დანაშაულს, ტრეფიკინგის შემთხვევებს. ასევე ის იყო ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეების დროს ხელმძღვანელი, როდესაც წინა ხელისუფლების კორუმპირებულ და რიგ შემთხვევაში მძიმე დანაშაულებებში ბრალდებულ მაღალჩინოსნებს მართლმსაჯულება შეეხოთ “- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში
საკანონმდებლო ორგანოსთან, ოპოზიციის ორგანიზებით, საპროტესტო აქცია დღეს დილიდან გაიმართა. აქციის მონაწილეებმა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენა გააპროტესტეს.
კომენტარები