• რეკლამა
  • კონტაქტი
17:36, ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი რუხაძემ კიდევ ერთი ბიზნესი გაყიდა

ალია ავტორი - ალია
16:38 08-20-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
79

ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ, რომელმაც ამა წლის 15 აპრილს “ლიბერთი ბანკი” გაყიდა, კიდევ ერთი ბიზნესი გაასხვისა. საუბარია რუსთავის მეტალურგიული ქარხნის არმატურის საწარმოო ხაზზე, რომელიც რუხაძემ მეტალურგიულ კომპანია “პიემ მეტალს” მიჰყიდა.

ამის შესახებ BMG კომპანიის ამონაწერისა და საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე იუწყება.

რუსთავის მეტალურგიული ქარხანა „ჰანიველ პარტნერსის“ საკუთრებაშია. რეესტრის თანახმად, “რუსთავის ფოლადმა” 2025 წლის დეკემბერში დააფუძნა კომპანია “იბერია რიბარი”, რომელსაც გადასცა კომპანიის საკუთრებაში არსებული არმატურის საწარმოო ხაზი, ხოლო 2026 წლის 30 ივლისს “იბერია რიბარის” მფლობელი გახდა ბიზნესმენ გიორგი მირიანიშვილის საკუთრებაში მყოფი “პიემ მეტალი”.

პარალელურად კი ცნობილი ხდება, რომ “ლიბერთი ბანკის” ყოფილი გენერალური დირექტორი ბექა გოგიჩაიშვილი „რუსთავის ფოლადის“ დირექტორი გახდა. გადაწყვეტილება, რომელიც კომპანიის მფლობელებმა მიიღეს, საჯარო რეესტრში 23 ივლისიდან აისახა. ბექა გოგიჩაიშვილმა იგორ კორიტკო ჩაანაცვლა, რომლის პოსტიდან გათავისუფლებას და ახალი დირექტორის დანიშვნას პარტნიორებმა “კომპანიის საუკეთესო ინტერესები” უწოდეს.

ბექა გოგიჩაიშვილი „ლიბერთის“ გენერალური დირექტორად 2022 წლის ივნისში დაინიშნა და პოსტს „ბაზისბანკის“ მიერ „ლიბერთის“ შეძენამდე (2026 წლის 16 აპრილი) იკავებდა. მანამდე, 2020 წლიდან იყო სს „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა

18:18 08-19-2026
განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:13 08-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved