• რეკლამა
  • კონტაქტი
19:18, პარასკევი, 2 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი კობახიძემ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის დეტალები გაამხილა

ალია ავტორი - ალია
00:39 04-22-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

ხელისუფლება კორონავირუსისი გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გეგმას საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე განახორციელებს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, ანტიკრიზისულ გეგმაში დეტალურად არის გაწერილი როგორც შეზღუდვების მოხსნის განრიგი, ასევე სხვადასხვა სფეროს „გახსნის“ თანმიმდევრობაც.

„გეგმა არის დეტალურად გაწერილი. დღესაც გვქონდა ამასთან დაკავშირებით მსჯელობა, მათ შორის საბჭოს ფორმატში, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი და დეტალურად არის გაწერილი არა მხოლოდ ვადები, არამედ ისიც, თუ რომელი სფერო როდის უნდა გაიხსნას – პირველი რომელი უნდა გაიხსნას, მეორე რომელი უნდა გაიხსნას და ა.შ. წინასწარ გაწერილი გეგმა არსებობს. დაველოდოთ პრემიერ, რომელიც კვირის ბოლომდე გააკეთებს განცხადებას ამ გეგმასთან დაკავშირებით, როგორც ეკონომიკურ პაკეტთან დაკავშირებით, ასევე ამ შეზღუდვების მოხსნის სავარაუდო გეგმასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კობახიძემ.

მან დაწესებული შეზღუდვების სიმკაცრეზეც ისაუბრა და საქართველოში მოქმედი აკრძალვები სხვა ქვეყნებში არსებულ ვითარებას შეადარა, სადაც შეზღუდვები გაცილებით მკაცრია.

„ჩვენთან არის ბევრად უფრო რბილი შეზღუდვები, გამომდინარე იმ მოცემულობიდან, რომელიც არის ჩამოყალიბებული. იქ ფონი არის ბევრად უფრო მძიმე, ვიდრე საქართველოში, შესაბამისად, ჩვენთან შესაძლებელი გახდა შედარებით ნაკლებად მკაცრი შეზღუდვების შემოღება. რა თქმა უნდა, ნებისმიერი შეზღუდვა არის დისკომფორტი თითოეული ადამიანისთვის, მაგრამ ამ შეზღუდვებს აქვს ძალიან მყარი საფუძველი და საფუძველი არის ის, რომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ უარყოფითი სცენარის პრევენციას“, – აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit

15:31 10-02-2026
ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!
ახალი ამბები

ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!

12:09 10-02-2026
ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“
ახალი ამბები

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“

19:44 10-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved