• რეკლამა
  • კონტაქტი
02:45, ორშაბათი, 15 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მე ვარ მართლმადიდებელი ლესბოსელი. ეს სრული სიმართლეა” – ირაკლი კაკაბაძე

"რას ნიშნავს მართლმადიდებელი ლესბოსელი? - პასუხად ბინძურ დეზინფორმაცია".

ალია ავტორი - ალია
01:19 06-15-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
ირაკლი კაკაბაძე
Facebook-ზე გაზიარება
77

მწერალი, ირაკლი კაკაბაძე:

ვინ ვარ მე და რას ნიშნავს მართლმადიდებელი ლესბოსელი.

პასუხად ბინძურ დეზინფორმაციას.

ახლახანს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ჩემი დიდი ინტერვიუს პატარა და კონტექსტიდან სრულებით ამოგლეჯილი ნაწყვეტი, სადაც გარკვეული მედია-საშუალებები მაბრალებენ მორწმუნე ადამიანების შეურაცხყოფას და მიწოდებენ ‘ოპოზიციის პროპაგანდისტს’. ამ სრულიად უსაფუძვლო ბრალდებას, რომელიც მთლიანად ტყუილია მოჰყვა მუქარები ჩემი მისამართით და ბევრი ადამიანის შეცდომაში შეყვანა, რომელთაც ამ სრულიად გაყალბებული კადრებით აფიქრებინეს, თითქოს მე ვიღაცის რწმენას დავცინი. ეს არის სრულიად უსინდისო დეზინფორმაცია, რომელიც უპასუხოდ არ დარჩება. ამ ეპიზოდში მე ვლაპარაბოდი ერთ-ერთ მეტად პატივცემულ ქალბატონზე, რომელიც არის დისიდენტი და რომელიც ხშირ შემთხვევაში სიმართლეს ამბობს და ამისათვის მე მას დიდ პატივს ვცემ. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მე ვთქვი რომ ვარ ფემინისტი 1993 წლის 28 აპრილიდან, რაც ქალბატონების თანასწორობის უფლებების დამცველს ნიშნავს და უკვე დიდი ხანია ვარ მართლმადიდებელი ლესბოსელი. ეს სრული სიმართლეა და არავის დაცინვას ეს ფრაზა არ შეიცავს აბსოლუტურად და პოზიტიურად.

პირველ რიგში, მე მინდა ვთქვა რომ არც პოზიციის და არც ოპოზიციის პროპაგანდისტი არასდროს ვყოფილვარ და ორივე მათგანს ყოველთვის ვაკრიტიკებ საკმაოდ მწარედაც. ჩემი უკანასკნელი პოლიტიკური აქტივობა იყო 1990 წლის ოქტომბრის ბოლო, როდესაც არჩევნებში მონაწილეობა არ მივიღე და დავტოვე საქართველოს ქრისტიანულ დემოკრატიული კავშირი. მე ვარ სოციალური მეცნიერი და მწერალი უკვე დიდი ხანია და ვიცავ კიდეც სიტყვის თავისუფლებას, თუმცა ამავდროულად ვიცავ ჩემს ქვეყანას, მრწამსს და აღმსარებლობის თავისუფლებასაც. ინტერვიუებს იშვიათად ვთანხმდები.

ახლა ის, თუ რატომ ვცემ დიდ პატივს მართლმადიდებელ ლესბოსელებს და რატომ მივიჩნევ თავს მათს სულიერ ძმად და მათდარად. მოგეხსენებათ, რომ კუნძული ლესბოსი საბერძნეთის ნაწილია და ეს მართლმადიდებლური ქვეყანაა. ნიკეის კრების შემდეგ აქ ოფიციალური რელიგია იყო მართლმადიდებლობა. მანამდე, უკვე ახალი წელთაღრიცხვის 1-ლი საუკუნიდან ლესბოსის მოსახლეობის დიდი ნაწილი ქრისტიანი გახდა და მე-4 საუკუნეში მოსახლეობის უმრავლესობა ქრისტიანი იყო. 1054 წელს, ‘დიდი სქიზმის’ შემდეგ, მოგეხსენებათ რომ ლესბოსი მართლმადიდებლური სამყაროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი გახდა. ამ კუნძულზე რამოდენიმე ქრისტიანი წმინდანი მოღვაწეობდა. მათს შორისაა.
რაც შეეხება ყველაზე მნიშვნელოვან მართლმადიდებელ წმინდანს, აქ რამდენიმე კანდიდატია: მე-9 საუკუნის ასკეტი წმინდანი ქალი თეოკისტე, წმინდა რაფაელ ლესბოსელი, ნიკოლოზ ლესბოსელი და ირინე ლესბოსელი. მაგრამ, ყველა ამ წმინდანებს შორის გამოირჩევა ჩვენი თანამემამულე წმინდა გიორგი გურჯი (ივერიელი).

მოგეხსენებათ, რომ 1462 წელს ეს კუნძული ოსმალეთის იმპერიამ დაიპყრო და ამის შემდეგ 450 წლის განმავლობაში იქ ქრისტიანობა იდევნებოდა. სწორედ ამ პერიოდში ეწამა საკუთარი მრწამსისათვის დიდი ახალმოწამე წმინდანი გიორგი გური ივერიელი). ის პატარაობაში მოიტაცეს საქართველოში და ტყვედ გაყიდეს თურქეთში. მას იქ რჯული შეუცვალეს და ასე ცხოვრობდა ეს დიდი წმინდანი მანამ, სანამ არ გადაწყვიტა მისი წინაპრების მრწამსს დაბრუნებოდა 1769 წლის დასასრულს. ამ ფაქტის შემდგომ მას მოსთხოვეს საკუთარი მრწამსის შეცვლა. როდესაც მან მტკიცე უარი განაცხადა, ის აწამეს და 1770 წლის 2 იანვარს (დღევანდელ 15 იანვარს) ჩამოხრჩვეს. ეს დიდი ქართველი წმინდანი მოწამებრივად აღესრულა და მისი წმინდანად აღიარება მოახდა საბერძნეთშიაც და საქართველოშიაც. ეს დიდი ქართველი წმინდანი სწორედაც რომ მართლმადიდებელი ლესბოსელი იყო და მან საკუთარი სიცოცხლე შესწირა საკუთარ მრწამსს.

აქედან გამომდინარე, რატომ არ უნდა უნდოდეს დღეს ნებისმიერ ქრისტიან და განსაკუთრებით მართლმადიდებელ ადამიანს რომ იდენტიფიცრდებოდეს მასთან და სხვა წამებულ ლესბოსელებთან? რა არის ამაში დამამცირებელი? პირიქით ეს ამამაღლებელია ყველა ნამდვილადმორწმუნისათვის, როდესაც ის ცდილობს რომ წმინდა გიორგი გურჯი გაიხადოს მისი ცხოვრების ერთ-ერთ იდეალად.

რაც შეეხება ფემინიზმს, ეს არის ქალების უფლებების დაცვა და ღვთისმწობლის წილხევდრ ქვეყანაში რატომ არ უნდა დაიცვას ყველა მამაკაცმა ქალბატონების უფლებები კიდევ უფრო მეტად, ვიდრე საკუთარი. ამასაც ბევრმა ჩვენმა კომპატრიოტმა შესწირა თავი.

ამ ბინძური დეზინფორმაციის მიზანი ისაა ზუსტად რომ სიძულვილი დათესოს და ადამიანები შეცდომაში შეიყვანოს და ისინი გაუნათლებელი გაბოროტების მორევში ჩაითრიოს. ამ დეზინფორმატორებმა ან არ იციან რომ კუნძული ლესბოსი

მართლმადიდებლური მრწამსის მნიშვნელოვანი ადგილია და სწორედ აქ იყო ბევრი გამორჩეული წმინდანი, მათს შორის ქალიც და ასკეტი ქალიც და ამავე დროს ქართველი (ივერიელი) ახლადმოწამეც. ზუსტად ეს გახლავთ ჩვენს სარწმუნეობაზე უსინდისო თანდასხმა და მორწმუნე ადამიანების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ტარტაროზი დღეს ცდილობს ქართველი ერის მრწამსის დამცირებას და მის დაყვანას სექსუალური აქტის დონეზე. ლესბოსი პირველ რიგში კუნძულის სახელია, რომელიც ნიკეის კრების პერიოდიდან მართლმადიდებლობის სავანეა.
აუცილებელია, რომ ამ ბინძური დეზინფორმაციის ავტორებმა სასწრაფოდ მოიხადონ ბოდიში მათი სამარცხვინო საქციელისათვის და შეწყვიტონ ყოვლად გაუნათლებელი სიცრუის გავრცელება.

თეგები: ირაკლი კაკაბაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ლარის კურსი და კონვერტაცია
ახალი ამბები

ლარის კურსი და კონვერტაცია – რა ღირს ლარი 15 ივნისამდე?

20:00 06-14-2026
დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

14:07 06-12-2026
Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved