• რეკლამა
  • კონტაქტი
02:31, ორშაბათი, 22 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი – მოვიარე 63 მუნიციპალიტეტი და პირადად წარვადგინე ჩვენი მერობის კანდიდატები; ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ვიგებთ არჩევნებს და ამას წინ ვერავინ ვერ დაუდგება

ალია ავტორი - ალია
01:10 09-18-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26

მე პირადად მოვიარე 63 მუნიციპალიტეტი და პირადად წარვადგინე ჩვენი მერობის კანდიდატები. ყველგან ვიყავი ჩასული. ძალიან მაგარი განწყობაა იმ მიმართულებით, რომ ჩვენი პარტია და პარტიული აქტივი არის ძალიან მობილიზებული და ამ მიმართულებით ძალისხმევა არ მოვაკელით. ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ვიგებთ არჩევნებს და ამას წინ ვერავინ ვერ დაუდგება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა საარჩევნო გარემოზე გაამახვილა ყურადღება.

„ რაც შეეხება საარჩევნო გარემოს, ფონი ვინ გააფუჭა თქვენ იცით, ამ სიბინძურის გამოყრით და გაუგებარი ცნობების, მე და თქვენ რომ დავბეჭდოთ ამ ვორდის ფაილში, იგივეა. ამით მათ სცადეს ამ ფონის გაუარესება, თუმცა ჩვენ მშვიდად ვუყურებთ, მივალთ არჩევნებამდე მშვიდად, მტკიცედ, დავაფიქსირებთ არჩევნებს, მოვიგებთ ამ არჩევნებს და ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას. 3 წელი გვექნება მშვიდობიანი განვითარების პერიოდი. ამ 3 წელში მე ვაპირებ ძალიან ბევრი მაგარი საქმის გაკეთებას, იქნება ეს სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებით გადადგმული მასშტაბური საქმეები, ადგილობრივი წარმოების განვითარება, 1 300-ზე მეტი საწარმოს დაფინანსება, 2.5 მლრდ. ჩავდოთ ამ ადგილობრივი წარმოების განვითარებაში, სოფლის მეურნეობაში 7 მილიარდის გამოყოფას ვიწყებთ მომდევნო წლების განმავლობაში. ტურიზმის მიმართულებით, ყველა მუნიციპალიტეტში უნდა შევქმნათ ახალი ტურისტული ადგილები, ახალი სამუშაო ადგილები. მინიმუმ, ეს ყველაფერი გააჩენს 100 000 ახალ სამუშაო ადგილს. ეს არის ჩემი მთავარი საზრუნავი და არა ეს გაუგებრობა, რაც ხდება ახლა აქ, სამარცხვინო გაუგებრობა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved