• რეკლამა
  • კონტაქტი
22:04, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი – მადლიერი ვარ უკრაინის ხელისუფლების, მათ სრულად გაიზიარეს და გაითვალისწინეს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გადავუგზავნეთ, მხედველობაში მიიღეს და დაასრულეს მეგის ქარდავას ექსტრადაციის პროცესი, რომელიც აქამდე გაწელილი იყო

ალია ავტორი - ალია
23:47 09-17-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

მადლიერი ვარ უკრაინის ხელისუფლების, მათ სრულად გაიზიარეს და გაითვალისწინეს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გადავუგზავნეთ, მხედველობაში მიიღეს და დაასრულეს მეგის ქარდავას ექსტრადაციის პროცესი, რომელიც აქამდე გაწელილი იყო-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლების ინტერესია, რომ ყველა პირი, რომელიც წლების განმავლობაში ჩაგრავდა მოსახლეობას, წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე.

„მეგის ქარდავა, რომელიც ცნობილი იყო როგორც მიხეილ სააკაშვილის, ამ ძალადობრივი ჯგუფის და მისი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მჩაგვრელი, იმ სასტიკი და სადისტური დავალებების შემსრულებელი. მისი ექსტრადაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ყველა ის დამნაშავე, რომელიც წლების განმავლობაში ჩაგრავდა ჩვენს მოსახლეობას, ათას სისასტიკეს და სადიზმს სჩადიოდა, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მოტივაცია და ინტერესი იყო, რომ ყველა ეს პირი წარდგენილ იქნეს მართლმსაჯულების წინაშე.

სიმბოლურია, რომ დღეს არის წამებით გარდაცვლილი და მოკლული სერგო თეთრაძის დაბადების დღე. სხვათა შორის, ამ დღეს დააკავეს სერგო თეთრაძე, 2010 თუ 2011 წლის 17 სექტემბერს. სიმბოლური დამთხვევაა, დამერწმუნეთ, ნამდვილად არ გვიზრუნია ამის თაობაზე, ეს უბრალოდ, ბუნებრივად ასე მოხდა. ეს კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ სიმართლე არ იკარგება და ყოველთვის ყველა დამნაშავე ადრე თუ გვიან წარსდგება მართლმსაჯულების წინაშე.

რა იყო დახურულ კარს მიღმა, ბუნებრივია, მე შევეცდები, რომ თავი ავარიდო ამ კითხვას, ვინაიდან რაც დახურულ კარს მიღმა ხდება, ის სააშკარაოზე არ გამოგვაქვს, მაგრამ მე რა თქმა უნდა, მადლიერი ვარ უკრაინის ხელისუფლების, პირადად პრეზიდენტის და ზოგადად უწყებების, ვინაიდან მათ სრულად გაიზიარეს და გაითვალისწინეს ყველა ის ინფორმაცია, მასალები, რომელიც ჩვენ გადავუგზავნეთ უკრაინულ მხარეს. მათ მხედველობაში მიიღეს და დაასრულეს ექსტრადაციის პროცესი, რომელიც აქამდე გაწელილი იყო“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved