• რეკლამა
  • კონტაქტი
16:54, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი ჩანაწერებზე – დაისჯება ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ პროცესშია ჩართული; ძალიან საეჭვოდ ემთხვევა სააკაშვილის ინტერესები, მათ შორის გახარიას და ყველა იმ ოპოზიციის, რომლებიც ასე ერთხმად, ერთ ტონალობაში გამოდიან და სახელმწიფოს წინააღმდეგ აკეთებენ განცხადებებს

ალია ავტორი - ალია
00:46 09-18-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

ეს არის შეთქმულება სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ. ძალიან საეჭვოდ ემთხვევა სააკაშვილის ინტერესები, მათ შორის გახარიას ინტერესები და ყველა იმ ოპოზიციის ინტერესები, რომლებიც ასე ერთხმად, ერთ ტონალობაში გამოდიან და სახელმწიფოს წინააღმდეგ აკეთებენ განცხადებებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ დაისჯება ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ პროცესში არის ჩართული.

„გახარიას ნათქვამზე გამიჭირდება კომენტარის გაკეთება. რა თქმა უნდა, ემთხვევა ეს პერიოდები, აღარ მინდა სპეკულაციებში წავიდე, მაგრამ ერთი მინდა ვთქვა, რომ ეს არის შეთქმულება სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ. ძალიან საეჭვოდ ემთხვევა სააკაშვილის ინტერესები, მათ შორის გახარიას ინტერესები და ყველა იმ ოპოზიციის ინტერესები, რომლებიც ასე ერთხმად, ერთ ტონალობაში გამოდიან და სახელმწიფოს წინააღმდეგ აკეთებენ განცხადებებს.

რა თქმა უნდა, ამას სჭირდება გარკვევა, შესწავლა და ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი, მაგრამ აქვე მინდა გავიმეორო – რა თქმა უნდა, ყველა ეს პირი, ვინც ამ დიდ, ბინძურ პროვოკაციაში იყო ჩართული და შეთქმულებაში, უნდა ითქვას, რომ ეს არის შეთქმულება პირდაპირ, სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ, ყველა, გარანტირებულად ვამბობ, რომ დაისჯება. არავის არ ეგონა, რომ მეგის ქარდავა წარსდგებოდა მართლმსაჯულების წინაშე, მაგრამ მოვიდა დღე და მეგის ქარდავა ჩამოვიდა, ასევე დაისჯება ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ პროცესში არის ჩართული“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კითხვაზე, დადგება თუ არა მოქმედი, ან ყოფილი მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ უნდა მოხდეს შესწავლა და არაფერი არ არის გამორიცხული.

„აქედან რა არის ფაბრიკაცია და ვიცით რა, გავეცანით რა მასალებს და მე ინფორმაცია მოვისმინე, მათ შორის უსაფრთხოების სამსახურებიდან და გამოძიების სამსახურებიდანაც, შუალედურ ინფორმაციას მოვუსმინეთ და ვიცი, რომ 90%, მეტი თუ არა, მანდ არის ფაბრიკაცია და დადგმული, გაკეთებული, შედგენილი ცნობები არის, რომლის გაკეთებაც ძალიან მარტივი, პრიმიტიულია. რა თქმა უნდა, რაღაც ტყუილ-მართალი შეიძლება იყოს არეული, აღრეული და საზოგადოების დასაბნევად არის ეს ყველაფერი მოფიქრებული“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved