• რეკლამა
  • კონტაქტი
19:14, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი – 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ბიზნესის მხარდაჭერისა და დასტაბილურების მიზნით არაერთი პროექტი შეიქმნა, შედეგად სახეზე გვაქვს 1800 ზე მეტი დაფინანსებული პროექტი და 53 000 ახალი სამუშაო ადგილი; დღეს წარმოდგენილ რუკაზე ყველა ეს პროექტია აღნიშნული

ალია ავტორი - ალია
14:16 09-30-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

ირაკლი ღარიბაშვილი- 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ბიზნესის მხარდაჭერისა და დასტაბილურების მიზნით არაერთი პროექტი შეიქმნა, შედეგად სახეზე გვაქვს 1800 ზე მეტი დაფინანსებული პროექტი და 53 000 ახალი სამუშაო ადგილი; დღეს წარმოდგენილ რუკაზე ყველა ეს პროექტია აღნიშნული- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფოს მხარდაჭერით განხორციელებული ბიზნესპროექტების ინტერაქციული რუკის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში დაახლოებით 87 000-მა ბენეფიციარმა ისარგებლა. ჯამში ინვესტირებულია 4 მილიარდი ლარი, საიდანაც 800 მილიონზე მეტი სახელმწიფოს თანადაფინანსებაა. პროგრამის „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში კი მილიარდ 800 მილიონია ინვესტირებული, თითქმის 190 მილიონი მთავრობის დაფინანსებაა და 30 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

„ ჩვენ, ყველა ერთად, მთავრობა წარმოგიდგენთ ინტერაქციულ რუკას, რომელზეც ჩვენ გავაერთიანეთ ყველა ის პროგრამა, პროექტი, რომელიც დავაფინანსეთ 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ბიზნესის მხარდაჭერა და დასტაბილურება დავიწყეთ. შეიქმნა ძალიან ბევრი წარმატებული პროგრამა და პროექტი, როგორიც არის „შეღავათიანი აგროკრედიტი“, „აწარმოე საქართველოში“ და უამრავი სხვა მიკრო პროგრამები. შედეგად ჩვენ დღეს სახეზე გვაქვს 53 000 ახალი სამუშაო ადგილი, რომელიც ამ ბოლო რამდენიმე წელიწადში შეიქმნა. ჯამში 1800 ზე მეტი პროექტია დაფინანსებული. უფრო კონკრეტულად, მე მინდა გითხრათ, რომ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში დაახლოებით 87 000-მა ბენეფიციარმა ისარგებლა. ჯამში ინვესტირებულია 4 მილიარდი ლარი, აქედან 800 მილიონზე მეტი სახელმწიფოს თანადაფინანსებაა. რაც შეეხება „აწარმოე საქართველოს“, ამ პროგრამის ფარგლებში უკვე მილიარდ 800 მილიონია ინვესტირებული, თითქმის 190 მილიონი არის ჩვენი მთავრობის დაფინანსება და შეიქმნა 30 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი. მე მინდა ასევე გითხრათ, რომ ამ პროგრამების მთავარი იდეა და მიზანი რა თქმა უნდა, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, წახალისება იყო, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ასევე, რა თქმა უნდა, ექსპორტზე ორიენტირებული ადგილობრივი წარმოების განვითარება. დღეს წარმოდგენილ რუკაზე, რომელიც ერთად დაამუშავეს ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ყველა ის პროექტი და პროგრამა არის აღნიშნული, შეტანილი, რომელიც ამ ბოლო წლების განმავლობაში მთავრობის დაფინანსებით და ხელშეწყობით იქნა შექმნილი და წახალისებული“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved