• რეკლამა
  • კონტაქტი
06:46, პარასკევი, 18 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

ირაკლი ერაძე: კომისიის საქმიანობით დადასტურდა, რომ „ლიბერთის“ პროცენტი ე.წ. საპენსიო სესხზე საბაზრო იყო

ალია ავტორი - ალია
14:20 02-15-2022
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,483

„კომისიის ერთწლიანი მუშაობის შემდეგ მივიღეთ ის, რომ ბანკი რეპუტაციულად დაზიანდა, მაგრამ სახელმწიფოს ჩარევისა და 15 მილიონის გაღების გარეშე საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთი ვერ შემცირდა“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ირაკლი ერაძემ გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში ისაუბრა.

მისი განცხადებით, უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ე.წ. საპენსიო სესხის განაკვეთი 26%-მდე შემცირდა, უამრავ კითხვას აჩენს, რადგან უცნობია რა კომპონენტების დაჯამებითა და რისკების გათვალისწინებით შეჯერდნენ კომისიის წევრები ამ კონკრეტულ ნიშნულზე.

„სესხის საპროცენტო განაკვეთის 10%-ით შემცირებისას. წელიწადში, საშუალოდ 30-40 ლარზეა საუბარი. ეს, რა თქმა უნდა, შეღავათია ჩვენნაირ გაჭირვებულ ქვეყანაში თანაც ისეთი სეგმენტისთვის როგორიც პენსიონერია, უბრალოდ, მე როგორც ფინანსისტს უფრო ის მაინტერესებს როგორ დათვალა კომისიამ ეს პროცენტი. ვინც ამ საკითხში ჩახედული ვართ, ყველამ ვიცით, რომ ბანკი რაღაც რისკების შეჯამებით ადგენს პროცენტს მის ნებისმიერ პროდუქტზე. ჩვენ უნდა ვიცოდეთ როგორ დაითვალა კომისიამ. ამას დავუმატოთ 15 მილიონი, რომელიც, ფაქტობრივად, სუბსიდიაა. ესეც საკითხავია რამდენად საკმარისია ეს 15 მილიონი ხარჯებისთვის. ნაკლებად სავარაუდოა ბევრმა ბანკმა გამოთქვას ტენდერში მონაწილეობის სურვილი, რადგან ეს მაინც წამგებიანი იქნება კომერციული ბანკებისთვის და მხოლოდ ისინი მოახერხებენ პენსიის მიწოდებას, ვისაც მეტი დივერსიფიკაციის საშუალება აქვს და ვისაც აქვს უნარი ამ საპენსიო სესხებზე დანაკლისი სხვა პროდუქტებით შეავსოს და დააბალანსოს“, – განაცხადა ირაკლი ერაძემ.

ირაკლი ერაძის თქმით, კომისიის საქმიანობით დადასტურდა, რომ სესხები, რომელსაც „ლიბერთი“ გასცემდა იყო საბაზრო, ადეკვატური და მისი საპროცენტო განაკვეთის შემცირება სახელმწიფოს ჩართულობისა და 15 მილიონის დამატების გარეშე შეუძლებელი იყო. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსების განცხადებებმა ბანკის რეპუტაცია მნიშვნელოვნად დააზიანა პრობლემის გადაჭრის გზა კი კვლავ ბუნდოვანია.

„დადასტურდა, რომ ის პროცენტი, რამდენშიც „ლიბერთი“ გასცემდა სესხებს, საბაზრო იყო. დაახლოებით ასეთივე პროცენტია სხვა ბანკებშიც ამ ტიპის არაუზრუნველყოფილ, სამომხმარებლო სესხზე. გავბედავ და ვიტყვი, რომ ეს გადაწყვეტილება უფრო პოპულისტურ ნაბიჯად მიმაჩნია, ვიდრე პრობლემის გადაჭრის გზად. მე ველოდები, რომ საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ ვნახავთ რომელი პოლიტიკური პარტია შეეცდება უფრო მაგარ ბიჭად გამოჩნდეს, რადგან მათ მოახერხეს და წლიური 30 ლარით შეუმცირეს მოსახლეობას ხარჯი“, – აღნიშნა ირაკლი ერაძემ.

თეგები: ლიბერთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს
ახალი ამბები

Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს

12:41 09-17-2026
გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!

11:28 09-17-2026
ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved