• რეკლამა
  • კონტაქტი
15:06, ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ინფექციურში შიდსის განყოფილებას ათავისუფლებენ – კორონავირუსის საფრთხის გამო კლინიკა დამატებით ზომებს იღებს

ალია ავტორი - ალია
16:18 02-26-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში აივ-შიდსის განყოფილებას ათავისუფლებენ. 

როგორც ადგილზე მედპერსონალმა განგვიმარტა, აღნიშნული განყოფილების შენობაში დამატებით ბოქსირებული პალატები განთავსდება, სადაც საჭიროების შემთხვევაში კორონავირუსზე ეჭვის მქონე პაციენტებს მოათავსებენ. 

მედპერსონალის თქმით, დამატებითი ზომების მიღება მოსალოდნელ მომართვიანობას უკავშირდება. ერთ-ერთმა ექთანმა გვითხრა, რომ წუხელ ინფექციურ საავადმყოფოში 23 ადამიანი მოათავსეს, რომელთაც კორონავირუსზე შესაბამისი კვლევები უტარდებათ. მისი თქმით, აღნიშნული პაციენტების უმრავლესობა ქვეყანაში იტალიიდან შემოვიდა. 

კლინიკის პრესსამსახურში არ დაგვიდასტურეს წუხელ 23 პაციენტის მიღების ფაქტი.  მათი თქმით, ბოქსირებულ განყოფილებაში ამ დროისთვის, სულ 13 პაციენტია მოთავსებული. ესენი არიან, როგორც საქართველოს, ასევე ჩინეთის, ირანისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით კი, კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში მყოფი 13 პაციენტიდან 9 საქართველოს მოქალაქეა, რომლებიც ქვეყანაში მილანის რეისით ჩამოფრინდნენ. 

კლინიკის ოფიციალური ინფორმაციით, ამ ცამეტ პაციენტს, კორონავირუსი დიდი ალბათობი არ აქვს, თუმცა, დაზუსტებულ პასუხს ლუგარის ლაბორატორიიდან დღეს მოგვიანებით ელოდებიან.

თეგები: კორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა

16:07 09-15-2026
“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი
ახალი ამბები

“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი

15:38 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved