3 წელი გავიდა, რაც ჟურნალისტი, ლევან ჩხაიძე გარდაიცვალა. ის 33 წლის იყო. ჟურნალისტი მეგობრებთან ერთად ბუდაპეშტში იყო და იქ მოულოდნელად გარდაიცვალა. გარდაცვლილი სოციალურ ქსელში მისმა კოლეგამ ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ გაიხსენა და ემოციური წერილი მიუძღვნა.
“დღევანდელ დღეს, 21 იანვარს წავიდა. ვისწავლე, როგორ არ უნდა გასკდეს გული, როცა მეგობარი გენატრება და იცი, რომ აღარაა. ეს ბიჭი, მოუნელებელი ტკივილი და უსაშველო მონატრება როგორ მიყვარს” – წერს ინგა გრიგოლია.
კომენტარები