• რეკლამა
  • კონტაქტი
03:31, ოთხშაბათი, 25 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ინდური შტამით ავადდებიან და რეანიმაციაში ხვდებიან 10 წლის ბავშვებიც! რეანიმაციული პაციენტების საშუალო ასაკი შეადგენს 20 წელს – გიორგი ფხაკაძე

ალია ავტორი - ალია
18:29 04-26-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
77

თამო კეშელავა, ალია

„ალიას“ ესაუბრება, ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ დამფუძნებელი, გიორგი ფხაკაძე.

– რომელი ახალი შტამებია ამ ეტაპზე ყველაზე საშიში და რომელ შტამებზე მოქმედებს ვაქცინები?

– ჩვენ თავიდან გვქონდა მხოლოდ ვუჰანური შტამი, მე უკვე იმ ძველ ვერსიას „ბაბუას“ ვეძახი, შესაბამისად, ყველა ლაბორატორია კვლევებს ატარებდა სწორედ ამ ვუჰანურ შტამზე და ვაქცინებიც შეიქმნა ვუჰანურ შტამზე კვლევების შედეგად. ზოგადად ვირუსი მუტაციას რომ განიცდის, ვიცით და მეცნიერება როგორც ამბობს, ვირუსის 500 მუტაცია შეიძლება გვქონდეს კვირაში. პირველი მუტირებული აგრესიული შტამი იყო ბრიტანული შტამი – რატომ იყო აგრესიული, აგიხსნით, ვუჰანური ვირუსი გავრცელდა ცხოველიდან ადამიანზე, ბრიტანული შტამის პირობებში კი, ვირუსი ადაპტირდა და ბევრად კომფორტულად გრძნობს თავს ადამიანში, ადამიანიდან ადამიანზე ვრცელდება, შესაბამისად, მეტად გადამდებიცაა. ბრიტანული შტამი უკვე მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. გვაქვს სხვა შტამებიც, სამხრეთ აფრიკაში, ბრაზილიაში, ჩრდილოეთ საფრანგეთში, სამხრეთ ამერიკაში. ვხედავთ, რომ სხვადასხვა მუტაციაა.

ისრაელმა და დიდმა ბრიტანეთმა ორივემ აცრა მოსახლეობის 60 პროცენტი, ერთმა ფაიზერით და მეორემ ასტრაზენეკათი და ვნახეთ, რომ ორივე ვაქცინა მოქმედებს ბრიტანულ შტამზე, ორივემ შეამცირა სიკვდილობა, რაც ძალიან კარგია და ვიყავი ძალიან გახარებული. პირველი ცუდი სიგნალი წამოვიდა საახალწლოდ, როცა ასტრაზენეკას ვაქცინამ არ იმოქმედა სამხრეთ აფრიკულ შტამზე და სამხრეთ აფრიკამ ვაქცინა უკან დაუბრუნა ასტრაზენეკას, მხოლოდ 20 პროცენტიანი დაცვა აღმოაჩნდა ამ შტამთან მიმართებაში – ანუ, თითქმის არ იცავდა. ისრაელში რეინფიცირების შემთხვევები წამოვიდა სამხრეთ აფრიკული შტამით და გასაგებია, რომ ვერც ფაიზერი მუშაობს სამხრეთ აფრიკული შტამის წინააღმდეგ. 

ბრაზილიური შტამის წინააღმდეგ ვერ იმუშავა ასტრაზენეკამ, ფაიზერმა მხოლოდ მეტნაკლებად იმუშავა. ძალიან ცუდ დღეშია ახლა ბრაზილია.

ფაიზერმა ვერ იმუშავა სამხრეთ ამერიკული შტამის წინააღმდეგ…

პარალელურად, აღმოჩნდა, რომ ასტრაზენეკას აქვს გარკვეული ტიპის გართულება, ხან თქვეს 60 წლამდე უნდა გაკეთდესო, ხან 60 წელს ზემოთო, ხან შეაჩერეს 21 ქვეყანაში და ა.შ. საბოლოოდ დადგინდა, რომ ასტრაზენეკას ვაქცინა ეფექტურია ბრიტანული და ვუჰანური შტამის წინააღმდეგ.

გადავიდეთ კიდევ ერთ ახალ შტამზე, ინდურ შტამზე – 4 დღეში 1 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, ხვდებით, ეს რამხელა ციფრია? ინდოეთში პანიკაა. ჩრდილოეთ ინდოეთში ბრიტანული შტამია გავრცელებული, მაგრამ სამხრეთ ინდოეთში გავრცელდა ინდური შტამი. ეროვნული კატასტროფა ხდება ახლა ინდოეთში, ჯანდაცვის სისტემა გაითიშა. რეანიმაციული პაციენტების საშუალო ასაკი შეადგენს 20 წელს, ეს იმას ნიშნავს, რომ ავადდებიან და რეანიმაციაში ხვდებიან 10 წლის ბავშვებიც! თუ ძველი ვირუსი, ბავშვებს ადვილად გადაჰქონდათ, ამ შემთხვევაში ასე არაა და პირველად, გადავსებულია პედიატრიული განყოფილებები, პედიატრიული, ხვდებით? ახლა, ამ წუთას, თქვენ რომ გელაპარაკებით ინდოეთს საწოლები არ აქვს, ჟანგბადი არ აქვს, ექიმებიც აღარ ეყოლება საკმარისი მალე, იმდენი პაციენტი ჰყავთ. არც ერთი ვაქცინა, არც ფაიზერი, არც ასტრაზენეკა, ამ შტამის წინააღმდეგ არ მუშაობს. გეტყვით, რატომ მივიდნენ ამ სიტუაციამდე – ინდოეთში დღეში 100 000 ადამიანი რომ ავადდებოდა, ჩაკეტვით და რეგულაციებით, ეს ციფრი ჩამოიყვანეს 10 000 ადამიანზე და დღეში 10 000 ინფიცირებული ინდოეთისთვის დიდი ციფრი არ არის, იმხელაა, ინდოეთის მთავრობა იძახდა, მაგრად ვაკონტროლეთ ვირუსიო. ჩატარდა არჩევნები, აღნიშნეს რელიგიური დღესასწაულები.  ახლა სრულ პანიკაში არიან, არ იციან რა ქნან და არაადეკვატურ გადაწყვეტილებებს იღებენ. აქეთ რუსეთს ეხვეწებიან ვაქცინას და იქეთ ჩინეთს, რუსულ ვაქცინას, რომც იმოქმედოს, 45 დღის მერე აქვს შედეგი, ჩინურ ვაქცინაზე საერთოდ არ ვისაუბრებ.

თეგები: გიორგი ფხაკაძეინდური შტამიკორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025

ბიზნესი

სთეფ ენერჯი განახლებადი ენერგიის განვითარებისთვის საქართველოში
ახალი ამბები

სთეფ ენერჯი განახლებადი ენერგიის განვითარებისთვის საქართველოში

14:48 06-24-2025
თიბისი გოგონებს ტექსფეროში ახალი შესაძლებლობების კარს უღებს და მათ ზაფხულში Crash კურსების გავლას სთავაზობს
ახალი ამბები

თიბისი გოგონებს ტექსფეროში ახალი შესაძლებლობების კარს უღებს და მათ ზაფხულში Crash კურსების გავლას სთავაზობს

13:51 06-24-2025
„საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ რეინჯერების დასაქმება გრძელდება
ახალი ამბები

„საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ რეინჯერების დასაქმება გრძელდება

13:48 06-24-2025
#ვილაპარაკოთგულწრფელად – სელფი მობაილის კამპანია
ახალი ამბები

#ვილაპარაკოთგულწრფელად – სელფი მობაილის კამპანია

15:51 06-23-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved