• რეკლამა
  • კონტაქტი
15:10, შაბათი, 12 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ინანიებს, ნანობს და განიცდის” – დაკავებული არასრულწლოვანი 17 წლის ბიჭის მკვლელობას აღიარებს

ალია ავტორი - ალია
13:40 09-12-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

დაკავებული არასრულწლოვანი 17 წლის ბიჭის მკვლელობას აღიარებს – ხუდადოვის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი ანგარიშსოწრების ფიგურანტი, ადვოკატის თქმით, ჩადენილს “ნანონს და ინანიებს”.

როგორც მისმა უფლებადამცველმა, გიორგი ძიძიგურმა მედიასთან განაცხადა, დაკავებული ძალიან განიცდის და “შოკურ მდგომარეობაშია”.

ირკვევა, რომდაკავებული მე-12 კლასში იმყოფება, ინგლისში სწავლა მიატოვა და ბებიასთან საქართველოში ჩამოვიდა.

საქმის ინტერესებიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდებული მის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას აღიარებს, აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას დავეთანხმეთ. ინანიებს, ნანობს მომხდარს, ძალიან განიცდის და შოკირებულ მდგომარეობაშია. ის ნამდვილად გულწრფელად ნანობს მის მიერ ჩადენილ ქმედებას. რაც შეეხება მომხდარს, აღნიშნულზე ბრალდებული ჩვენთან არ საუბრობს. მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ დაზარალებულს ყელი ჰქონდა გამოჭრილი, რამდენიმე საათის განმავლობაში ეგდო და არავინ ეხმარებოდა, ცრუ ინფორმაციაა, ვინაიდან აღნიშნული ქმედება წამებში მოხდა, მალევე მივიდა პოლიციაც, დარეკილი იყო 112-ში და სასწრაფო დახმარებაც მალე მივიდა, თუმცა, შედეგი დადგა.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გირაოს ქვეშ იმყოფება, რამდენადაც ვიცი, ქურდობასთან დაკავშირებით, თუმცა, აღნიშნულ საქმეში მე ადვოკატი არ ვყოფილვარ.

ბრალდებული ჩვენთან კომუნიკაციაში ფაქტობრივად არ შემოდის. თავის დროზე, ინგლისში იყო სასწავლებლად წასული, ამჟამად მე-12 კლასში იმყოფება, თუმცა, ინგლისში სწავლა რატომ არ გააგრძელა ვერ გეტყვით, ჩამოვიდა და ბებიასთან იზრდებოდა. დედა საზღვარგარეთაა, ბებიასთან იზრდებოდა, ბებია მაქსიმალურად ცდილობდა, რომ თავისი შვილიშვილი ეკონტროლებინა და სწორ გზაზე დამდგარიყო, ბებიას რაც შეეძლო, მაქსიმალურად კარგს უკეთებდა“, – განაცხადა ძიძიგურმა.

სისხლიანი ანგარიშსწორება ხუდადოვის ქუჩაზე – 17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს, დ.პ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოაცხადა.

დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას სხდომაზე პროკურატურა ითხოვდა.

მკვლელობა თბილისში 10 სექტემბერს  მოხდა – გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, ნ.ხუდადოვის ქუჩაზე მდებარე სამწვადეში, ბრალდებულს შელაპარაკება მოუხდა მეგობრებთან ერთად სუფრაზე მყოფ არასრულწლოვანთან, რის შემდეგაც შეკრების ადგილიდან მოშორებით გაიყვანა და შელაპარაკების დროს დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა.

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ხულიგნური ქვენა გრძნობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

14:23 09-11-2026
თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება

13:52 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved