• რეკლამა
  • კონტაქტი
15:14, ხუთშაბათი, 25 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იმყოფება მუდმივი შანტაჟის და მუქარის რეჟიმში საკუთარ ნდობის გამომცხადებელთან” – წალენჯიხის მერია მერის რწმუნებულზე

ალია ავტორი - ალია
18:49 07-05-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
802

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“იმ დროს, როცა საქართველოში ერთადერთ ოპოზიციურ მერს ებრძვის მთელი სახელისუფლებო მანქანა, მერს და მერიას მთელი ეს პერიოდი პრობლემებს შიგნიდან უქმნიდა საკუთარი რწმუნებული, რომელიც თვითონ უნდა იყოს მერის პოლიტიკის მთავარი დამცველი.
თვეების განმავლობაში ირაკლი ხარჩილავამ, ფაქტობრივად, მოშალა თანამშრომლობა მერიასთან, შექმნა საკუთარი პიროვნული დღის წესრიგი და შეეცადა მერიის, ხალხის საბიუჯეტო რესურსებით განხორციელებული ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, საკუთარი პიროვნული ინტერესისთვის მორგებას; მან სრულიად გამორიცხა მერია, ის არ ესწრებოდა მერიის თათბირებს, მათ შორის სტიქიასთან დაკავშირებით, არ კონტაქტობდა მერთან, აიგნორებდა დავალებებს, სრულიად მოშალა ჯვარის მოსახლეობის საქმიანი კონტაქტი მერიასთან. ბოლო სამი თვის განმავლობაში არ ქონია არც ერთი მცდელობა კონტაქტის აღდგენისა და საერთოდაც, მერთან და მერიასთან, კომუნიკაციის საშუალებად აირჩია სოციალური ქსელი, კერძოდ, ფეისბუკი, სადაც გამოირჩეოდა აგრესიული რიტორიკით მერის მოადგილეების, საკუთარი გუნდის მიმართ, მერის რწმუნებული(!) მუდმივად ილაშქრებდა მერის საქმიანობის წინააღმდეგ, შიგნიდან არღვევდა ერთობას, ჰქონდა კონფლიქტი მერის სამსახურებთან და მუდმივი გაურკვევლობა კოლეგებთან! მას მერის მიერ რამდენჯერმე განემარტა მდგომარეობა, მიეცა დრო და არაერთჯერადი შანსი! თუმცაღა, უშედეგოდ! საბოლოოდ, მისი პოზიცია გახდა სრულიად არაადეკვატური, როგორც რწმუნებულისა, პირადად, მერის და მერიის მიმართ! მერს და რწმუნებულს შორის დაირღვა ის მთავარი ღერძი, რაზეც დგას საქმის სწორი ორგანიზება!
საკუთარი მიდგომებით, ფაქტობრივად, ირაკლი ხარჩილავა, არ წარმოადგენდა ხალხის არჩეული მერის, გია ხარჩილავას, რწმუნებულს ქ. ჯვარის ტერიტორიულ ერთეულში, მისი პოზიციის გამო, ფაქტობრივად, არ მუშაობდა კანონი “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”, არ მუშაობდა მერიის დებულება, ის არ გაუფრთხილდა ერთადერთი ოპოზიციური მერიის დემოკრატიულ მონაპოვარს, იმყოფებოდა და დღესაც იმყოფება მუდმივი შანტაჟის და მუქარის რეჟიმში საკუთარ ნდობის გამომცხადებელთან და საკუთარ გუნდთანაც აირჩია მუდმივი დესტრუქციის რეჟიმი! შესაბამისად მერმა მიიღო გადაწყვეტილება აღედგინა თვითმმართველობის წესრიგი და დანიშნა ისეთი პიროვნება, ვინც მერიასთან მჭიდრო თანამშრომლობით გახდება ხიდი მერიას და ჯვარის მოსახლეობას შორის და მკაფიოდ გაატარებს მერის და მერიის პოლიტიკას!”

თეგები: გია ხარჩილავაწალენჯიხა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან

15:04 06-25-2026
თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა

13:34 06-24-2026
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved