ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე სინოფარმის ვაქცინით აიცრება. აღნიშნულზე მან საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაწერა.
“ნუ უსმენთ გაუთვითცნობიერებელ ადამიანებს, აცრა ერთადერთი გამოსავალია. მე 10-ში ვიცრები და იმედი მაქვს, ბევრი ადამიანის სიცოცხლეს გავუფრთხილდები”, – წერს დეკანოიძე.
როგორც ის On.ge-სთან განმარტავს, არ აქვს იმედი, რომ ახლო მომავალში უფრო ფართო არჩევანი იქნება ვაქცინების და ეს გადაწყვეტილება ამიტომ მიიღო.
“არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომელიც ამჯერად გვაქვს. ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი აიცრა სინოფარმით სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის გუშინ გავეცანი კვლევასაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, სადაც დაწვრილებით არის ამ ვაქცინის შესახებ, ამიტომ მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ იმხელა ფუფუნება არც მე და არც არავის არ აქვს, რომ გაცილებით უფრო სხვა არჩევანს ველოდოთ იმიტომ, რომ არ მაქვს იმედი, რომ ხვალ უფრო ფართო შესაძლებლობები იქნება, ამიტომ მე მირჩევნია დავიცვა სხვა ადამიანების სიცოცხლე”, — ამბობს ხატია დეკანოიძე.
კომენტარები