პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი, საქართველოში კორონავირუსით შექმნილ ვითარებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„მადლობა ღმერთს, საერთო მობილიზებით, შემაკავებელი პერიოდი, ღირსეულად გავიარეთ და საფუძვლიანი იმედია, რომ დაინფიცირების გარდაუვალი, კრიზისული პერიოდი, შედარებით მსუბუქი გვექნება.
როგორც მოსალოდნელია, საგრძნობლად შესამჩნევი იმისათვის, რათა თავქარიანობა და უპასუხისმგებლობა, ელემენტარულმა შიშმა გადაფაროს. შიშმა, მძიმე დაავადების წინაშე, მათ შორის ახლობლების. ჩვენ ომის რთულ ფაზაში შევდივართ. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, საკუთარ თავს, ქვეყანას!“ – წერს ვოლსკი.
კომენტარები