• რეკლამა
  • კონტაქტი
19:32, ოთხშაბათი, 9 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იმედი” სააკაშვილის 2011-12 წლების ვიზიტების ხარჯს აქვეყნებს

ალია ავტორი - ალია
19:00 10-13-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
113

“ტვ იმედი” აუდიტის იმ დასკვნაზე წერს, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის ვიზიტებზეა საუბარი და წერს, რომ სააკაშვილი გერმანიაში დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტის შემდეგ, პირადი ვიზიტით გაემგზავრა ტაილანდში, ტაილანდიდან სინგაპურში, სინგაპურიდან კი საემიროებში, რაც ქვეყანას 213,385 ლარი დაუჯდა.

აუდიტის სამსახურის დასკვნას ხელს აწერს აუდიტის ყოფილი უფროსი ლაშა თოდრია.

“შემოწმებით დადგინდა, რომ 2012 წლის 22-24 მარტს ტაილანდში ქალაქ ფხუკეთში, სასტუმრო „AMANPURI”-თვის ანაზღაურებულია მიხეილ სააკაშვილის სასტუმროში ცხოვრების 2 დღის ხარჯი 60,543 ლარის ოდენობით. შესაბამისად, ერთი დღის ხარჯმა შეადგინა 30,271 ლარი. ამასთან, ამავე თარიღებში მისი თანმხლები პირის დავით ბაქრაძის ამავე სასტუმროში ცხოვრების ხარჯმა შეადგინა 16,652 ლარი. ასევე, ლევან ვარშალომიძეზე და რაფაელ გლუქსმანზე გაწეულმა სასტუმროს მომსახურების ხარჯმა შეადგინა – 5,983 და 5,983 ლარი. სულ ტაილანდსა და სინგაპურში 2012 წლის 22-25 მარტს გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 213,385 ლარი”. – წერს “ტვ იმედი”

“იმედი” აქვეყნებს მასალას 2011 წელზეც, სადაც ასევე აუდიტის სამსახურის დასკვნას იშველიებს:

“დოკუმენტების ურთიერთშეპირისპირებით დგინდება, რომ 2011 წლის 18-19 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილის სასტუმროში დაბინავება და ცხოვრება ფიქსირდება საფრანგეთის 2 სხვადასხვა სასტუმროში და აგრეთვე, ბათუმში მდებარე სასტუმრო შერატონის 2 სხვადასხვა ნომერში. ამასთან, აუდიტის ჯგუფისთვის წარმოდგენილი ხარჯების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტებში დაფიქსირებულია, რომ 2011 წლის 18 აგვისტოს იტალიის ქალაქ მილანში პლასტიკურ ქირურგ ჯან-ლუჯა კანპილიოსთან სააკაშვილისთვის გაწეულია დერმატოლოგიური მომსახურების ხარჯი 10,017 ლარის (4200 ევრო) ოდენობით. ასევე, ამავე თარიღში მილანში რესტორან Acantomilano-ში სარესტორნო მომსახურებისთვის გადახდილია 1,933 ევრო, ანუ ეს ფაქტებით ხარჯები გაწეულია და ფიქსირდება, როგორც საფრანგეთის 2 სასტუმროში ერთდროულად ცხოვრების, ასევე ბათუმის სასტუმრო შერატონის 2 სხვადასხვა ნომერში ცხოვრების და იმავე თარიღში იტალიის ქალაქ მილანში დერმატოლოგიური და სარესტორნო მომსახურებისთვის ხარჯების გაწევის ფაქტები. ყველა ზემოაღნიშნული ფაქტის გათვალისწინებით, განხორციელებული ღონისძიებების რეალობისა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მათ ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების კანონიერების დადგენა ძიების საგანს წარმოადგენს“

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
ახალი ამბები

ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას

14:28 09-09-2026
თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

12:24 09-09-2026
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
ახალი ამბები

გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში

15:44 09-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved