• რეკლამა
  • კონტაქტი
08:42, კვირა, 27 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იმდენად გამოიყვანა წყობიდან ნიკოლოზი, რომ იძულებული გახდა…” – რა ისტორიას ჰყვება ადვოკატი?

ალია ავტორი - ალია
03:52 05-27-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

ნიკოლოზ ბასილაშვილის უფლებადამცველი ირმა ჭკადუა ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მომჩივანი მხარისგან, ყოფილი ცოლისგან მუდმივი ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ იყო:

„2018 წლის აგვისტოდან წყვილი ერთად არ ცხოვრობს და 2019 წლიდან ისინი ოფიციალურად განქორწინდნენ. განქორწინების ინიციატორი გახლდათ ბატონი ნიკოლოზი. ამას ხაზს ვუსვამ იმიტომ, რომ თუკი ის იყო მოძალადე ადამიანი, მოძალადესთან რატომ არ სურდა ქალბატონ ნეკას განქორწინება.

სანამ არ მიმართა სასამართლოს განქორწინებისთვის, რომელიც შეიძლებოდა მარტივად მოგვარებულიყო იუსტიციის სახლში, მსგავსი არ მომხდარა.

არცერთ პროცესზე არ განუცხადებია, რომ ის იყო ძალადობის მსხვერპლი – უფრო მეტიც, არსებობს საოქმო ჩანაწერები, სადაც ამბობს, რომ ნიკოლოზი იყო ძალიან კარგი მამა.

2019 წელს, როდესაც ბატონ ნიკოლოზს ჰქონდა ამერიკის ღია ჩემპიონატი, კონსპირაციულად ჩავიდა ქალბატონი ნეკა და ბატონი ნიკოლოზის მეგობრის მეუღლის დახმარებით გაიარა აკრედიტაცია, შევიდა მოსასვენებელ სივრცეში და იქ მოუწყო არასასიამოვნო საუბარი, კონფლიქტი.

სადაც იყო საუბარი, რომ ის განქორწინებას არ დათანხმდებოდა და მისთვის უნდა გადაეფორმებინა გარკვეული ქონება, თუმცა ამის გადაფორმებაზე პრობლემა არასდროს ჰქონია. იმდენად გამოიყვანა წყობიდან ნიკოლოზი, რომ იძულებული გახდა ჩარეულიყვნენ ორგანიზატორები, ჩემპიონატის დირექტორი, რომელიც ამას დაადასტურებს.

პრაქტიკულად, სკანდალი იყო, მას გაუუქმეს აკრედიტაცია და მოგვიანებით ისევ ნიკოლოზ ბასილაშვილის ხარჯებით, მან დატოვა ამერიკის შეერთებული შტატები. ბუნებრივია, ჩვენ ამ მტკიცებულებებსაც წარვადგენთ.

ბატონი ნიკოლოზი ბოლო პერიოდის განმავლობაში დაკავებული იყო დაეკმაყოფილებინა ქალბატონი ნეკა დოროყაშვილის კაპრიზები და გარდა ამისა, ყველა ჩემპიონატის წინ ის ცდილობდა გამოეყვანა წყობილებიდან.

რეალურად, ნიკოლოზ ბასილაშვილი მუდმივად იმყოფებოდა წნეხის ქვეშ, რაც აისახა მის თამაშებზე“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved