• რეკლამა
  • კონტაქტი
19:01, ორშაბათი, 7 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იმ დღეს დედის დახრჩობა პირველად სცადა…” – რას წერს დინა მირცხულავა

ალია ავტორი - ალია
21:01 07-11-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
555

მწერალი, დინა მირცხულავა, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს, წერს:

#დარლინგ
მალე მეორე კვირას ჩავამთარებ პედოფსიქიატრიის სერვისში.
დღის ბოლოს პაციენტების ნათითურებით დასვრილ ხალათს ვიხდი და სამრეცხაოში ვტოვებ.
ასევე, ვტოვებ დერეფანში ნერვიულად მოსიარულე ბავშვებს.
ვტოვებ -საწოლზე ხელებით მიბმულებს.
სქელი მინის მიღმა ცხვირით მოკრულებს.
გისოსებზე ხელებჩაბღაუჭებულებს…
– დარლინგ, კარებზე ბრახუნს, თუ არ მორჩები დღეს ათწუთიან გასეირნებას გაგინულებ – მაღალი, გამხდარი ბიჭია პედოფსიქიატრი პიერი.
– რა არის მისი დიაგნოზი ?! – თითქმის ჩურჩულით ვეკითხები პიერს.
მოსვლის დღიდან ჩემი ინტერესის ობიექტია დარლინგი.
თეთრი, ბუთქუნა შესახედაობით და შავი, მსხვილი კულულებით.
დარლინგის დოსიეში იკითხება, რომ სკოლაში თანაკლასელი დაჭრა, დედას ახრჩობდა, პოლიციელს აფურთხა და უამრავი სხვა რამ არის ჩამოთვლილი.
– იცი, ასე პატარებში დიაგნოზის დასმა არ ხდება, ვინაიდან მას მთელი ცხოვრება წინ აქვს და შეუძლია, შეიცვალოს ადამიანის დინამიურობიდან გამომდინარე, ამიტომ ახლა თუ დავუშვათ და ცალსახად დავსვით დიაგნოზი, რომ ფსიქოპატია – მთელი ცხოვრება გაყვება ეს.
შენ თუ გინდა შენი პრაქტიკის დღიურში ჩაწერე ფსიქოპატი, ოღონდ ბრჭყალებში.
– ჰო, ის მხოლოდ თექვსმეტი წლისაა – გამახსენდა, რომ ცოტა ხნის წინ ჰქონდა დაბადების დღე და მამამ ტორტი მოუტანა და იმ დღეს მამას ბევრჯერ აკოცა დარლინგმა, დედას – არცერთხელ.
– ჰო, მართლა, ხვალ დარლინგის შემდგომი მხარდაჭერის განსახილველად ვიკრიბებით და თუ გინდა დაესწარი – შუა დერეფნიდან მოტრიალდა პიერი.
***
ნახევარ საათზე მეტ ხანს უკითხავდა პიერი დარლინგის ისტორიას თორმეტი კაცისგან შემდგარ აუდიტორიას.
ცამეტი წლის ასაკში დარლინგის უსაყვარლეს ბებოს სიმსივნე დაუდგინდა და ვინაიდან ოთხმოცდაათ წელს იყო მიტანებული, ოჯახმა მისი ჩართვა “ტკბილი სიკვდილის” პროგრამაში გადაწყვიტა.
და იმ დღეს დარლინგმა დედის დახრჩობა პირველად სცადა.
ერთი კვირის მერე კლინიკიდან გაწერილმა დარლინგმა სახლში ყველაფერი დალეწა და პოლიცია თვითონ გამოიძახა.
და აგერ მესამე წელია დარლინგი ფსიქიატრიის კედლებს ხან მუშტებს ურტყამს და ხან თავს.
ხანდახან დარლინგს საწოლზე ერთი ხელით მიაბამენ, ხან ორივეთი.
კვირაში ერთხელ მოდის მამა აბანავებს და ფრჩხილებს აჭრის, დარლინგი დაჭრილ ფრჩხილებს აგროვებს და დერეფანში მდგარ მიწით სავსე ქოთანში, სათითაოდ არჭობს, სადაც რატომღაც ყვავილს ვერ გაუხარია.
ამ დროს ისეთი სახე აქვს დარლინგს, თითქოს იმისთანა საქმესაა შეჭიდებული, სხვას რომ არ შეუძლია და მარტო მას გამოსდის.
ბოლო სიტყვა პიერმა ამ სიტყვებით დაასრულა – C’est bizarre, mais … (ეს უცნაურია, მაგრამ…)
“უცნაურში” იგულისხმებოდა, რომ ასეთი მიჯაჭვულობა ბებოსთან ეს არანორმალურია.
და თერთმეტივე სხვადასხვა დარგის სპეციალისტმა დაუდასტურა, რომ ეს ნამდვილად დიდზე დიდი უცნაურობაა.
რომ ასეთი სიყვარული ეს არის დაავადება და არა ადამიანისთვის დამახასიათებელი ჰუმანური აქტი.
გრძელი მაგიდის ბოლოში ვიჯექი და მე ერთადერთი ვიყავი, რომელსაც
ასეთი სიყვარული არ მეუცნაურებოდა.
დარლინგის ბიოგრაფიაში იმდენი უცნაურობა იყო, მაგრამ მე ეს მიჯაჭვულობა და არაამქვეყნიური სიყვარული ნორმად მიმაჩნდა.
ალბათ იმიტომ რომ იმ ქვეყნიდან ვარ, სიყვარულით რომ გიჟდებიან.
თვალწინ ძვლებამდე გამდნარი ბებიაჩემის ხატებამ ჩამიარა და მისი ზურგზე გახუნებული შავი კაბის ფრიალი ბინდივით გადამეკრა თვალებზე.
იმ კაბის, ჩემი ბავშვობის ნათითურები რომ ჩამოიფერხა კალთიდან და ვიწრო ორღობისკენ გადენა დასამარხად…
უცნაური ისაა, მე რომ მაშინ არ გავგიჟდი…..

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
ახალი ამბები

სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა

17:45 09-07-2026
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
ახალი ამბები

თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა

13:51 09-07-2026
წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება
ახალი ამბები

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება

13:18 09-06-2026
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved