ილონ მასკმა მიკრობლოგ „ტვიტერის“ შესყიდვის პროცესი დაასრულა და კომპანიას სათავეში ჩაუდგა. მასკმა „ტვიტერი“ 44 მილიარდ დოლარად შეისყიდა. ინფორმაციას bbc ავრცელებს.
„ჩიტი გათავისუფლებულია“, – წერს მასკი საკუთარ „ტვიტერზე“.
ფინანსური გარიგების დასრულების შემდეგ „ტვიტერის“ გენერალურმა და ფინანსურმა დირექტორებმა თანამდებობები დატოვეს.
ამერიკული მედიის ცნობით, კომპანიის აღმასრულებელი და ფინანსური დირექტორები მასკმა გაათავისუფლა.
კომპანია „სფეის იქსისა“ და „ტესლას“ დამფუძნებელმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი მმართველობით „ტვიტერი“ უფრო ინოვაციური გახდება.
კომენტარები