• რეკლამა
  • კონტაქტი
03:43, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იღებს პრეპარატს, რომელიც დაუშვებელია… მოსალოდნელია ლეტალური გამოსავალი – “ემპათიის” დასკვნა

ალია ავტორი - ალია
13:59 05-06-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
179

ცენტრ “ემპათია”-ს ექსპერტთა ჯგუფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ IV დასკვნას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ პენიტენციურ სისტემაში, ასევე გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ყველა ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ ხორციელდებოდა არასათანადო სამედიცინო მომსახურება, ფსიქოლოგიური ზეწოლისა და ფიზიკური ზემოქმედების სხვადასხვა ეპიზოდებით.

 

  1. Victims of torture and ill-treatment – Z 65.4 (წამებისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი) (ნეიროლეფსიურ სინდრომზე) – ICD თავი Y 40 – 59: სამკურნალწამლო საშუალებები, მედიკამენტები და ბიოლოგიური ნივთიერებები, რომლებიც წარმოადგენს არასასურველი რეაქციების მიზეზს მათი თერაპიული გამოყენების დროს: Y 49.5. სხვა ანტიფსიქოზური და ნეიროლეფსიური საშუალებები (Other antipsychotics and neuroleptics).
  2. Effects of hunger: T73.0. (შიმშილობის ეფექტი/შედეგი).

“ემპათია” წერს, რომ დიაგნოზები დიდი ალბათობით პირდაპირ მიზეზ-შედეგობრივ კავშირშია – გახანგრძლივებული შიმშილობის შემდეგ კვებით აღდგენითი თერაპიის არაეფექტურ წარმართვასთან, შემდგომში, ასევე ვერნიკეს ენცეფალოპათიის შეუსაბამო მკურნალობასთან. შიმშილობის გახანგრძლივება კი გამოიწვია ტრავმული – სტრესული გარემოს ზემოქმედებამ. მათი დასკვნით, ყოველივე ერთობლიობაში იწვევს ადამიანის ფსიქო–ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის თანდათანობით გაუარესებას და მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას.

“საგანგაშოა ჰიპოპროტეინემია, ჰიპოალბუმინემია, ანემია, საკვების მიუღებლობა, ფსიქო – ფიზიკური გამოფიტვა, ფსიქო – ფიზიკური განლევადობა, კუჭ – ნაწლავის ტრაქტისა და ნერვული სისტემის ორგანული დაზიანება, თანმდევი ფსიქიკური კომპონენტების დამძიმებით. აღნიშნული მაჩვენებლები და წარმოდგენილი დიაგნოზები მიუთითებს ფსიქო – ფიზიკური ჯამრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე. ამას ემატება არასათანადო მკურნალობა, კერძოდ, წარმოდგენილი მედიკამენტოზური მკურნალობა სიმპტომურია და არა პათოგნომური, ამასთანავე, იგი ღებულობს 9 სახის მედიკამენტს ან/და დანამატს, რომელიც ეფექტის ურთიერთგაძლიერების მექანიზმით, შესაძლოა ამძიმებდეს პაციენტის მდგომარეობას. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ პაციენტი კვლავ ღებულობს ნეიროლეფსიურ პრეპარატს, რაც კორსაკოვის სინდრომის რისკის შემთხვევაში დაუშვებელია”, – წერს “ემპათია”.

მათივე თქმით, კვლავ არ მიმდინარეობს ვერნიკეს ენცეპალოპათიისა და პოლინეიროპათიის პათოგნომური მკურნალობა – დიაგნოსტიკა, შესაბამისად, შეუძლებელია PTSD და ემოციური აშლილობების ეფექტური მკურნალობა.

“ემპათიას” შეფასებით, არასწორად წარმართულმა “რეფიდინგის” პროცესმა გამოიწვია მდგომარეობის თანდათანობითი დამძიმება, აღნიშნულმა სიმპტომატიკამ დისპეფსიური მოვლენების სახით გორის სამხედრო ჰოსპიტალშივე იჩინა თავი.

“ამგვარად, ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე: პოლიორგანული უკმარისობის რისკისა და სომატო – ნევროლოგიური, ფსიქიკური კომპონენტების გათვალისწინებით, პაციენტი საჭიროებს:

  1. ინტენსიურ თერაპიას: ინფუზიურ/ტრანსფუზიური, დეზინტოქსიკაციური და პარენტერალური კვებითი თერაპიის, სხვა ინტენსიური თერაპიის ღონისძიებების (ადგილზე მდგომარეობის გათვალისწინებით) სახით.
  2. საჭიროებს დამატებით დიაგნოსტიკას: თ.ტ. ზურგის ტვინის მრტ კვლევა, როგორც მინიმუმ. ნეირო – ფსიქოლოგიურ გამოკვლევას.
  3. კუჭ – ნაწლავის ტრაქტის სრულყოფილ გამოკვლევას.
  4. მრტ ან/და კტ – კონტრასტით სკრინინგს, შესაძლოა, ღვიძლის ფიბროსკანირებას
  5. ლაბორატორიულ კვლევებს, ტოკსიკოლოგიური კვლევის ჩატარებას
  6. მკურნალობის კურსის ცვლილებას, ინდივიდუალური მკურნალობა – რეაბილიტაციის კურსის შემუშავებას, მკურნალობის კურსისადმი პათოგნომური მიდგომით.
  7. შესაბამისად, პაციენტი სასწრაფო წესით უნდა იქნას გადაყვანილი მაღალტექნოლოგიურ მულტი – პროფილურ კლინიკაში, ინტენსიური თერაპიის, კვებითი თერაპიის სპეციალური განყოფილებებითა და ნეირო – ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ხანგრძლივი გამოცდილებით, დისტრესული სიტუაციებისაგან თავისუფალ გარემოში”.

“ემპათიას” პროგნოზით, შესაბამისი ზომების არ მიღების შემთხვევაში მოსალოდნელია, მდგომარეობის შეუქცევადი გაუარესება:

  • კორსაკოვის სინდრომის თანდათანობითი ჩამოყალიბება (გზა დემენციისაკენ)
  • ცალკეული ორგანოთა სისტემის მხრივ ან პოლი – ორგანული უკმარისობა
  • ფსიქო – ფიზიკური განლევადობა, კახექსია
  • ლეტალური გამოსავალი.
თეგები: ემპათიამიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved