• რეკლამა
  • კონტაქტი
07:27, შაბათი, 9 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ჰესი გაიყიდა ერთი ყუთი შამპანურის ფასად…“ – რას უყვება „ალიას“ ზაზა ხატიაშვილი

ალია ავტორი - ალია
19:26 10-23-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
973

ლევან ჯავახიშვილი   

„ალიას“ ესაუბრება ადვოკატი, თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი, ზაზა ხატიაშვილი.

-ბატონო ზაზა, რა გზით უნდა დასრულდეს ტოტალური კორუფცია ამ ქვეყანაში?

– სხვა და სხვა სახის კორუფცია ყოველთვის იყო საქართველოში კომუნისტების მმართველობიდან დაწყებული და მანამდეც იყო. დამოუკიდებელი რაც გახდა ეს ქვეყანა, ჯერ შევარდნაძის დროს გაშალა ფრთები კორუფციამ. მახსოვს, იმ პერიოდში ჰესი გაიყიდა ერთი ყუთი შამპანურის ფასად. ელიტარული კორუფცია იყო სააკაშვილის დროს და დღეს ორჯერ მეტია, ვიდრე მაშინ. რა ეშველება და ზვიად გამსახურდიასნაირი პატრიოტი მმართველი უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, პატრიოტების გუნდით,რომლებიც არც თავად მოიპარავენ და არც სხვას მოაპარინებენ სახელმწიფოს კუთვნილ ფულს და ქონებას. მანამდე არაფერი გვეშველება. „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში არაფერი შეიცვლება. ბიძინა ივანიშვილს იმიტომ ერთგულობს ეს ხალხი, რომ ფულს აპარინებს, სახელმწიფო ქონებას კაპიკებად აძლევს და ლორდებივით აცხოვრებს ფუფუნებაში. ამ დროს ხალხი დამშეულია, ბავშვებს შიათ და ზოგს პურიც არ აქვს. დედებს თოთო ბავშვების საკვები არ აქვთ, რომ  აჭამონ. მილიარდი დოლარი დახარჯა ბიძინა ივანიშვილმაო, მაგის მხარდამჭერები გვამუნათებენ, ნუ აკრიტიკებთო. 10 წელია ივანიშვილი მართავს ქვეყანას და დათვალონ ერთი, რამდენი მილიარდით აზარალა ქვეყანა, რატომ ერთი 10 მილიარდი დოლარით და მეტით არა. ტყუილად ჰგონიათ ვიღაცებს, რომ ხალხს და ამ ქვეყნას ივანიშვილის ვალი აქვს, მისი რაღაც მართებს. დაქცევის პირას მიყვანა ეს ქვეყანა ივანიშვილმა, ყაჩაღებს ჩაუგდო ხელში და დაამშია ხალხი. ვინც ვერ გაუძლო, გარბის ქვეყნიდან და ქართველების ჩანაცვლება უცხოელებით ხდება. რომელი ერთი ვთქვა, აღარ ვიცი, იმდენი დანაშაული აქვთ ჩადენილი ივანიშვილს და მის გუნდს. რომელ ვალზეა ლაპარაკი? ეს ხალხი ციხეშია გასაშვები, ძალიან ბევრია დასაჭერი და ამათ ციხეში ჩვენ მალე ვნახავთ. ერთი დრო არავის შერჩენია და მარადიული მმართველები არ არსებობენ ბუნებაში.

ერთი კონკრეტულ მაგალითზე ვნახოთ, რა დღეშია ქვეყანა. არის ასეთი ფრანგი ბიზნესმენი, მარსელ ბენამუა, რომელიც 20 წელი საქართველოში იყო და გააქციეს. მისი ადვოკატი ვარ ახლა. ამ კაცმა იყიდა ბიზნესი კონკრეტული ბიზნესმენებისგან და გადაახდევინეს 1 მილიონ 900 ათასით მეტი. მსოფლიოში 4 უდიდესი აუდიტორული კომპანიის დასკვნა უდევს ამ კაცს, რომლებიც სწერენ, რომ იმ კომპანიამ, რომელიც იყიდა, 42%-ით მეტი შემოსავალი  უჩვენა, მოატყუეს ეს კაცი, როდესაც გარიგება შედგა. ახლა ამ საქმეს, ვიდრე ჩავერთვებოდი, წელიწადნახევარი იძიებდა პროკურატურა და არ დასაჯეს არავინ. მთავარ პროკურორს მივწერე, მიეცით პასუხისგებაში ის პროკურორი, რომელმაც სავარაუდო დანაშული დაფარა და დამნაშავეებს ხელი დააფარა-მეთქი. ადგნენ და ჩემი წერილი იმ პროკურორს დააწერეს, რომლის დასჯასაც ვითხოვდი. არადა, ს.ს. საპროცესო კოდექსში გარკვევით სწერია, რომ არ შეიძლება საჩივარი დაეწეროს იმ პირს, ვის მოქმედებასაც ასაჩივრებ. ახლა სასამართლოში დავობს მარსელ ბენამუა, ვნახოთ, რა იქნება. ჩამოშლილია სახელმწიფო სტრუქტურები, მოშლილია ყველაფერი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში
ახალი ამბები

მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში

20:03 05-08-2026
“გაიარე მეტი” – “თეგეტა მოტორსმა” მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

“გაიარე მეტი” – “თეგეტა მოტორსმა” მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

18:12 05-08-2026
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები – ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები – ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა – თიბისი

17:42 05-08-2026
„გოგოების გზა ტექნოლოგიებში – სწავლიდან ლიდერობამდე“ – გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენცია თიბისის მხარდაჭერით გაიმართა
ახალი ამბები

„გოგოების გზა ტექნოლოგიებში – სწავლიდან ლიდერობამდე“ – გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენცია თიბისის მხარდაჭერით გაიმართა

17:38 05-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved