• რეკლამა
  • კონტაქტი
17:21, ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

HELP-ის პრაქტიკული კურსის ,,სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ეფექტიანი გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის და სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის უნარ-ჩვევები“ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ

ალია ავტორი - ალია
14:40 06-17-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

საქართველოს პროკურატურისა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში, HELP-ის პრაქტიკული კურსი ,,სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ეფექტიანი გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის და სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის უნარ-ჩვევები“ განხორციელდა, რომელშიც შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე სპეციალიზებული პროკურორები მონაწილეობდნენ.

სწავლების დასასრულს, კურსის მონაწილეებს საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა სიტყვით მიმართა და სერტიფიკატები გადასცა.

სწავლება მიზნად ისახავდა შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების შედეგად დაზარალებულების მიმართ ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებას და მათთვის სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებას.

აღნიშნული კურსი პირველად საქართველოში დაინერგა და ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნებიდან სასწავლო კურსის განსახორციელებლად მხოლოდ საქართველო შეირჩა, რომელშიც 15 სპეციალიზებულ პროკურორთან ერთად მონაწილეობას მოსამართლეები და შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლები იღებდნენ. ერთობლივი სასწავლო აქტივობები უწყებათა შორის კოორდინაციის გაზრდას, ერთიანი პრაქტიკისა და მიდგომების დანერგვას ითვალისწინებს.

კურსის შემუშავების პროცესში ევროპის საბჭოს ექსპერტად მიწვეული იყო კურსის თანაავტორი, საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი სალომე შენგელია.

საქართველო ევროპის საბჭოს „HELP“-ის პლატფორმის წარმატებული ქვეყნების სიაშია და აღნიშნულ პროცესში საქართველოს პროკურატურამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. 2016 წელს HELP-ის პირველი სასწავლო კურსი ანტიდისკრიმინაციის თემაზე განხორციელდა და მას შემდეგ HELP-ის რვა სწავლება წარმატებით ჩატარდა.  

სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან ბრძოლა საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით სპეციალიზაციის სასწავლო კურსი და სპეციალიზებული პროფესიონალების შემდგომი კვალიფიკაციის ამაღლების პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა

14:24 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved