• რეკლამა
  • კონტაქტი
11:42, ორშაბათი, 31 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჰეი, თავგასულო პოლიტიკოსებო, ხმის ჩახლეჩამდე რომ ლანძღავთ პოლიციელებს, იქნებ გაიხსენოთ, ბოლოს როდის დაეხმარეთ ხელგამოწვდილ ადამიანს?” – წერილი სოციალური ქსელიდან

ალია ავტორი - ალია
02:03 12-04-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

შსს-ს ყოფილი თანამშრომელი ბ. ფერაძე აქვეყნებს ფოტოს და წერს:

„კარგად დააკვირდით ამ ფოტოებს! ეს ჩვენი ქალაქის ქუჩებში ხდება და დღეს თავად შევესწარი, როცა მეგობარს ველოდებოდი. მოხუცი ქალი პატარა ბავშვთან ერთად მათხოვრობდა ბელინსკის ქუჩასთან. მათთან ახალგაზრდა კაცი იდგა და ელაპარაკებოდა. ყური მივუგდე და ასეთი სიტყვები ჩამესმა: – 20 ლარს მოგცემთ და წადით სახლში, ცივა, ცოდოა ბავშვი.

ქალმა რაღაც უპასუხა, ვერ გავიგე. ახალგაზრდამ ჯიბიდან ფული ამოიღო და მიაწოდა. ქალმა გამოართვა.თავი ვეღარ შევიკავე და ვუთხარი, ღმერთი გაგახარებს, სიკეთე არ იკარგება -მეთქი. გამიღიმა და შეტრიალდა. მაშინღა შევამჩნიე, ზურგზე წარწერა ჰქონდა „police”.

ასე ჩუმად, უკნიდან გადავუღე ფოტო, რაღაცნაირად ვიცოდი, რომ არ გადამაღებინებდა. ქალმაც გააპროტესტა, მაგრამ მაინც მოვასწარი…თქვენ ჰეი, თავგასულო პოლიტიკოსებო, ხმის ჩახლეჩამდე რომ ლანძღავთ პოლიციელებს, იქნებ გაიხსენოთ, ბოლოს როდის დაეხმარეთ ხელგამოწვდილ ადამიანს? ცოტა სიკეთე არ არსებობს, სიკეთე ყოველთვის ბევრი და დიდია, ის ადამიანებს გულებს უთბობს და ღმერთთან ადის…

და კიდევ, თქვენგან განსხვავებით, გამახსენდა, რომ ბავშვი არასრულწლოვანი იყო და სახე დავუფარე.არაფერია კეთილი ადამიანის ცქერაზე უფრო სასიამოვნო. არ ვიცი ვინ ხარ, უცნობო პოლიციელო, მაგრამ ვინც არ უნდა იყო, კეთილი კაცი ხარ შენ!” – წერს თამარ უჯმაჯურიძე.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:49 08-30-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved