საკრებულოს დეპუტატი, “ოცნების” ყოფილი წევრი, ერეკლე კუხიანიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“განუწყვეტლივ ვიმეორებ, რომ სანამ ვერ მოვახერხებთ დამოუკიდებლად, ერთმანეთთან გაერთიანების დაფიქსირებას და ჩამოყალიბებას – ეს წუწუნი მუდამ იქნება წყლის ნაყვა.
ეს გაერთიანება უნდა იყოს იმის სრულყოფილად აღსრულების დამხმარედ რის გამოც შეიქმნა ოცნება და არა დასაპირისპირებლად. ამის გააზრება უჭირთ ადამიანებს და ამიტომ ვერ იაზრებენ ბოლომდე ამ გაერთიანების აუცილებლობას.
თვითონ ბიძინა ივანიშვილმა მკაფიოდ მოუწოდა დახმარებისკენ და გვითხრა:- “სანამ საზოგადოება თვითორგანიზებას ვერ მოახერხებს ქვეყანა ვერ განვითარდებაო!”
მაგრამ ჩვენ მაინც გვეშინია! როგორც ჩანს არც ჭკუა გვყოფნის ამისთვის და არც ვაჟკაცობა და ვიკმაყოფილებთ ჩვენს უბადრუკ ეგოებს უაზრო და “უხიფათო” სიტყვიერი ონანიზმით. გილოცავთ ფერისცვალებას!ღმერთმა ქნას ეს ჩვენც შეგვეძლოს და გამოვიდეთ ამ ინტელექტუალური “სტუპორიდან”!
კომენტარები