• რეკლამა
  • კონტაქტი
02:41, შაბათი, 1 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გვარამია ოპოზიციის სხვა ლიდერებთან შედარებით ნამდვილი ვარსკვლავია, უბრალოდ, მის წინააღმდეგ ორი ფაქტორი მუშაობს” – ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
16:31 07-20-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
9,596

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე, ინტერპრესნიუსთან ამბობს

“ნიკა გვარამია ოპოზიციის სხვა ლიდერებთან შედარებით ნამდვილი ვარსკვლავია. მას მრავალმილიონიანი კაპიტალის მართვის გამოცდილება აქვს, ეფექტიანად უხელმძღვანელია სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებისთვის. სატელევიზიო საქმიანობის დროს მოიპოვა ნდობა ანტისამთავრობო ბანაკის ყველა სექტორში, მას პატივს სცემენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც, ჟურნალისტებიც და სამოქალაქო აქტივისტებიც.

აღსანიშნავია, მისი საერთაშორისო კავშირებიც, გვარამიას იცნობენ ვაშინგტონშიც, ბრიუსელშიც და კიევშიც. რაც მთავარია, მისი მორალური სტანდარტები კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის და ჩემნაირი მოქალაქეებისთვის, თორემ ენმ-ის რიგითი მხარდამჭერები მას თავდადებულ რაინდად აღიქვამენ.

ოპოზიციურ ფლანგზე ნიკა გვარამიას ავტორიტეტის გამყარებას ხელი მისმა პატიმრობამაც შეუწყო. ხელისუფლებამ აშკარად გაუგებარი და დაუსაბუთებელი, ბევრისთვის სასაცილო ბრალდებით გამოამწყვდია იგი საპატიმრო დაწესებულებაში. ამასთანავე, მან სააკაშვილისგან განსხვავებით პანიკისა და სამარცხვინო შიშის გარეშე აიტანა მისთვის გამოტანილი განაჩენი.

მოკლედ, ნიკა გვარამიას ნამდვილად შესწევს ძალა დღევანდელი ოპოზიციის მობილიზებისა და უკეთ ორგანიზებისა. უბრალოდ, მის წინააღმდეგ ორი ფაქტორი მუშაობს. მერაბიშვილი-კეზერაშვილის წყვილის ინტერესებში ნამდვილად არ შედის დამოუკიდებელი, მათგან გაუკონტროლებელი ფიგურის პოლიტიკურ ველზე დაწინაურება. მათ მხოლოდ მარიონეტებთან სურთ მუშაობა. პარალელურად, არც სააკაშვილს უნდა აწყობდეს იმ ადამიანის დამსახურებების აღიარება, რომელმაც ექს-პრეზიდენტისგან განსხვავებით ციხეში ყოფნისას მხოლოდ ბორხესის მოთხრობების კრებული მოითხოვა.”

თეგები: ლევან ლორთქიფანიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:57 07-31-2026
კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”
ახალი ამბები

კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”

16:16 07-31-2026
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი
ახალი ამბები

როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი

15:40 07-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved