• რეკლამა
  • კონტაქტი
13:09, ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გვაქვს ინფორმაცია, რომ სასანქციო პოლიტიკა დიდი ბრიტანეთის მხრიდან გაიზრდება – ბოკუჩავა

ალია ავტორი - ალია
12:48 04-03-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
206

ტყუილად ჰგონია ვაჭარ ივანიშვილს, რომ კვლავ ივაჭრებს პოლიტპატიმრებით, ადამიანების თავისუფლებით, პოლიტიკური ოპონენტების დაჭერით – მას ევროკავშირთან აღარ გაუვა, რაც წარსულში გაუვიდა,- ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ, კოალიციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ბოლოს მაინც მოუწევს ხელისუფლების დათმობა, რადგან სულ უფრო მეტ საერთაშორისო იზოლაციაში ექცევა და ამას „ვერანაირი ღალატის კომისიით, რეპრესიებით და დაჭერებით ვერ გადაფარავს”.

„გუშინ ივანიშვილის რეჟიმისთვის იყო განსაკუთრებით მძიმე დღე, რადგან ის სამმხრივი დარტყმის ქვეშ მოხვდა: ამერიკის, ბრიტანეთისა და ევროკავშირის მხრიდან. მოვისმინეთ პირველი ოფიციალური შეფასება ტრამპის ადმინისტრაციისგან, ივანიშვილის რეჟიმის მისამართით, სადაც სახელმწიფო დეპარტამენტი გმობს “ქართული ოცნების” ანტიდემოკრატიული ნაბიჯებს.

ვიცე-პრეზიდენტი ჯეიდი ვენსი აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” დემოკრატიულ მანდატს ვერ მოიპოვებს ოპონენტების გაჩუმებით ან ციხეში გამოკეტვით და რომ დაუშვებელია საკუთარი საზოგადოების ნების უგულებელყოფა”.

ეს უმწვავესი განცხადება ადასტურებს, რომ ივანიშვილის პროპაგანდა მიზნად ისახავს ქართული საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, როდესაც ის ქართული საზოგადოების დარწმუნებას ცდილობს, რომ თითქოს პრეზიდენტი ტრამპის პირობებში ამერიკა გადატვირთავს ურთიერთობებს ივანიშვილთან, რომ ტრამპი გააუქმებს ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დაწესებულ სანქციებს. ურთიერთობების გადატვირთვა მაშინ მოხდება, როცა ჩვენ დავასრულებთ ივანიშვილის რუსულ, ანტიდემოკრატიულ, ანტიამერიკულ, პრო-ჩინურ, პრო-რუსულ და პრო-ირანილ ხელისუფლებას.

იგივე შეუწყნარებლობას ვხედავთ ევროკავშირის მხრიდან, სადაც უმაღლესმა საგარეო წარმომადგენელმა და ვიცე პრეზიდენტმა კაია კალასმა და გაფართოების კომისარმა მარტა კოსმა ერთობლივი საგანგებო განცხადება გამოაქვეყნეს და განმარტეს, რომ “ოცნება” დემოკრატიას ძირს უთხრის და რომ მათ ნაბიჯები „ფუნდამენტურად შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან“.

ევროკავშირი ხაზგასმით ამბობს, რომ ეს ღირებულებები არ ექვემდებარება გადახედვასა და ვაჭრობას. ამიტომ, სულ ტყუილად ჰგონია ვაჭარ ივანიშვილს, რომ კვლავ ივაჭრებს პოლიტპატიმრებით, ადამიანების თავისუფლებით, პოლიტიკური ოპონენტების დაჭერით. მას ევროკავშირთან აღარ გაუვა, რაც წარსულში გაუვიდა, სამყარო შეიცვალა, ევროკავშირი შეიცვალა, მაგრამ დიქტატორებისთვის დამახასიათებელი არაადეკვატურობით, ივანიშვილი სრულიად მოწყვეტილია რეალობას და ქვეყანას უფსკრულში მიაქანებს.

მესამე დარტყმა კი, რეჟიმმა დიდი ბრიტანეთისგან მიიღო, რომელმაც დაასანქცირა სასამართლო კლანის ბოსები – მურუსიძე და ჩინჩალაძე, რომლებიც არიან მართლმსაჯულების სისტემაში მთავარი მაკონტროლებელი ღერძები, იმ უსამართლო პოლიტიკური გადაწყვეტილებების, რომელსაც ივანიშვილი პოლიტიკური სპექტრისა და საზოგადოების წინააღმდეგ ახორციელებს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ სასანქციო პოლიტიკა დიდი ბრიტანეთის მხრიდან გაიზრდება, ამ საკითხზე ვმუშაობთ დიდი ხანია, რომ სანქციებმა არა მარტო ივანიშვილი, არამედ მისი ოჯახის წევრებიც და ხელის შემწყობები, როგორიც არის ირაკლი რუხაძე და ფინანსური კლანი მოიცვას, რომელზეც არალეგიტიმური ხელისუფლება დგას.

ვერანაირი ღალატის კომისიით, რეპრესიებით და დაჭერებით, ივანიშვილი ვერ გადაფარავს იმ საერთაშორისო იზოლაციას, რომელშიც ის ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო ღრმად ეფლობა. ბოლოს მაინც მოუწევს კომპრომისი, მაინც მოუწევს ხელისუფლების დათმობა. თუმცა, ჩვენი ერთობლივი მუშაობით. ჩვენი საერთო-სახალხო პროტესტი, ემსახურება იმას, რომ მაქსიმალურად გაძლიერდეს წნეხი ივანიშვილზე, რომ რაც შეიძლება მალე დავათმობინოთ ხელისუფლება”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

გიორგი დანელიას ქუჩა – რა ფაქტორები განსაზღვრავს ტერიტორიის განვითარებას?
ახალი ამბები

გიორგი დანელიას ქუჩა – რა ფაქტორები განსაზღვრავს ტერიტორიის განვითარებას?

17:15 07-22-2026
4 მონაწილე, 4 მედალი – საქართველოს ნაკრების წარმატება ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე – თიბისი
ახალი ამბები

4 მონაწილე, 4 მედალი – საქართველოს ნაკრების წარმატება ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე – თიბისი

14:44 07-22-2026
სილქფესტი ულიმიტო პირობებს, სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს სპეციალურ ფასად სთავაზობს მომხმარებელს!
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო პირობებს, სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს სპეციალურ ფასად სთავაზობს მომხმარებელს!

12:19 07-22-2026
თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია
ახალი ამბები

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია

14:31 07-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved