• რეკლამა
  • კონტაქტი
02:25, პარასკევი, 11 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

+18 – “გვამის დაწვა უნდოდა… რაფაელი დამემუქრა, რომ მომიკლავდა ორი კვირის შვილს” – მედია სკანდალურ ჩვენებებს აქვეყნებს

ალია ავტორი - ალია
02:41 09-29-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
120

შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული რაფაელ მურსაკულოვი მკვლელობის შემდეგ ცხედრის დაწვას გეგმავდა – ინფორმაციას “კურიერი” ავრცელებს, მისივე თქმით, გამოძიების მასალებზე დაყრდნობით.

„ჩემი ძმა საუბრობდა, რომ მას თან ჰქონდა დანა, რომელიც იმ გოგოს ჩხუბის დროს გამოუსვა ყელში, რის შემდეგაც გაგუდა. ხოლო გვამი, რომ არ ეპოვათ ჩაუცურებია ბუჩქებში და ზევიდან დაუყრია ტოტები… ჩემი ძმის განმარტებით, შემდგომში უნდოდა გვამის დაწვა, რაც ვერ მოახერხა, კერძოდ, ხსენებულის შემდეგ იგი დაბრუნდა სახლში, მოწესრიგდა, შეუძენია ბენზინი და დაბრუნებულა გვამთან, მაგრამ იქვე მიმდებარედ მოძრაობდნენ პიროვნებები რის გამოც ვერ შეძლო და დაბრუნებულა უკან,”- ნათქვამია ბრალდებულის ძმის ჩვენებაში.

რაფაელ მურსაკულოვის ძმამ კამერის წინ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება უარყო.

„კურიერის” ინფორმაციით, ავსტრალიელი პედაგოგის მკვლელობაში რაფელ მურსაკულოვის მონაწილეობის შესახებ ცნობილი გახდა მისი რძლისთვის – სარა მურსაკულოვასთვის, რომელიც პოლიციაში აპირებდა წასვლას, თუმცა, ბრალდებული მას ახალშობილი შვილის მოკვლით დაემუქრა.

“რაფაელს ვუთხარი, რომ აუცილებლად წავიდოდი და განვაცხადებდი პოლიციაში, ვინაიდან ფაქტის დამალვა არ შემეძლო. რაზეც მითხრა, რომ თუ პოლიციაში ჩავიდოდი და განვაცხადებდი მის მონაყოლს, მაშინ მომკლავდა და თუ ჩემს მოკვლას ვერ მოახერხებდა, მაშინ მომიკლავდა ჩემი ორი კვირის შვილს და როდესაც პოლიციიდან დავბრუნდებოდი მკვდარ შვილს ჩავეხუტებოდი. მოცემულ მუქარის ძალიან შემეშინდა და რეალურად მივიღე. ჩემმა დედამთილმა, რომელმაც მოისმინა რაფაელის მუქარა, მითხრა, რომ არ წავსულიყავი პოლიციაში, ვინაიდან შესაძლებელი იყო მართლა მოეკლა რაფაელს ჩემი შვილი,”- ნათქვამია ჩვენებაში.

ახალშობილი შვილის სიცოცხლის მოსპობის მუქარაზე და გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების დეტალებზე საუბარი არ სურს ბრალდებულის რძალს.

წინასწარ პატიმრობაში მყოფი რაფაელ მურსაკულოვი, ამ დრომდე, დუმილის უფლებას იყენებს. მისი ადვოკატი არც უარყოფს და არც ადასტურებს, რომ სხვებთან ერთად ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენებებს მისი ოჯახის წევრებიც აძლევენ.

წყარო – რუსთავი2

თეგები: შანაი ბრუკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:22 09-10-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

15:03 09-10-2026
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა

14:39 09-10-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved