სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა – ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ კლინიკა „ვივამედში“ სააკაშვილის მონახულების თქვა. ადვოკატის განცხადებით:
„მდგომარეობა კიდევ დამძიმებულია, გუშინ 4 საათის შემდეგ დამძიმდა, დღეს კიდევ უფრო მძიმედაა. ძირითადად ვისაუბრეთ პროცესის დაჩქარებაზე, ითხოვა, რომ თუ შესაძლებელია, რომ პროცესი დაჩქარდესო. სხვა თემებზე არ გვისაუბრია, რადგან მეეჭვება, რომ რამეს უყურებდეს, უყურებს მხოლოდ უკრაინულ არხს.
ჩემს განცხადებაში პარტიის წევრებზე და თვითონ პარტიაზე ერთი სიტყვაც არ თქმულა. თუ რამე აინტერესებთ ამ მიმართულებით {პოლიტიკიდან შესაძლო წასვლა} შეუძლიათ შევიდნენ ბატონ მიხეილთან ნახონ მისი ოჯახის წევრები და დაელაპარაკონ ამ თემაზე“, – აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.
კომენტარები